ჩიჩ მარინი
რიჩარდ ენთონი „ჩიჩ“ მარინი (ინგლ. Cheech Marin; ესპ. Cheech Marin; დ. 13 ივლისი, 1946) — მექსიკელ-ამერიკელი კომედიანტი, მსახიობი, მუსიკოსი და აქტივისტი. დაიბადა მამამისის, პოლიციელის, ოსკარ მარინისა და დედამისის, მდივნის, ელზას ოჯახში. სახელი მოიხვეჭა როგორც კომიკური დუეტის — „ჩიჩი და ჩონგის“ მონაწილემ. გახმოვანებული აქვს რიგი ანიმაციური ფილმის „ოლივერი და კომპანია“ (1988), „მეფე ლომი“ (1994), „მანქანები 2“ (2011) და სხვათა პერსონაჟები. დაამთავრა კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტი ნორტრიჯში. 1998 წელს მონაწილეობა მიიღო ალბომ „Follow the Leader“-ის ჩაწერაში. ცხოვრობს კალიფორნიაში. 2009 წლიდან დღემდე ქორწინებაში იმყოფება ნატაშა რუბინთან.
ჩიჩ მარინი | |
---|---|
ჩიჩ მარინი 2022 წელს | |
დაბადების თარიღი |
ლოს-ანჯელესი, აშშ 13 ივლისი, 1946 |
საქმიანობა |
მსახიობი მწერალი |
აქტიური | 1971–დღემდე |
მეუღლე(ები) |
დარლინ მორლი (1975-1984) პატი ჰაიდი (1986-2009) ნატაშა რუბინი (2009-დღემდე) |