ოლივერი და კომპანია

ოლივერი და კომპანია (ინგლ. Oliver & Company) — Walt Disney Feature Animation-ის 1988 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Pictures Distribution-ის დისტრიბუციით. იგი უოლტ დისნეის ანიმაციური სტუდიების რიგით 27-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია და ეფუძნება ჩარლზ დიკენსის რომანს „ოლივერ ტვისტი“. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ოლივერი არის უსახლკარო კნუტი, რომელიც იკარგება ქალაქის ქუჩებში და დიდ თავგადასავალში ამოჰყოფს თავს. მოქმედება ლონდონიდან გადატანილია 1980-იანების ნიუ-იორკში. ფეიჯინის ბანდა შედგება ძაღლებისგან (აქედან ერთ-ერთია დოჯერი), ხოლო საიკსი მევახშეა.

„ოლივერი და კომპანია“
რეჟისორი ჯორჯ სკრიბნერი
ეფუძნება ოლივერ ტვისტი
ჩარლზ დიკენსი
ისტორია
როლებში
მუსიკა ჯონათან ალბერტ კლოუსონ რედფორდი
სტუდია
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures Distribution
პრემიერა 18 ნოემბერი 1988
ხანგრძლივობა 73 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 31 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 74.2 მილიონი აშშ დოლარი[2]

ფილმის წარმოება დაიწყო 1987 წელს, „ოლივერის და დოჯერის“ სამუშაო სახელწოდებით. იგი გამოვიდა აშშ-ში, კანადაში და გაერთიანებულ სამეფოში 1996 წლის 29 მარტს. იმავე წელს ფილმი ვიდეოზეც გამოიცა, 2002 და 2009 წელს - DVD-ზე, ხოლო 2013 წელს, 25 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად - Blu-ray-ზე.

სიმღერები რედაქტირება

  1. Once Upon a Time in New York City
  2. Why Should I Worry - დოჯერი, გუნდი
  3. Streets of Gold - რიტა, დოჯერი, გუნდი
  4. Perfect Isn't Easy - ჟორჟეტა
  5. Good Company - ჯენი
  6. Why Should I Worry (რეპრიზა) — ყველა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Oliver & Company (1988). The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 20, 2016. ციტირების თარიღი: December 14, 2016.
  2. Oliver & Company. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 5, 2012.