ფინიკის პალმა

(გადამისამართდა გვერდიდან Phoenix)

ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix) — ორსახლიან ხისებრ მცენარეთა გვარი პალმების ოჯახისა. ღერო დაფარული აქვთ ფოთლის ყუნწების ნაშთებით, ნაყოფი კენკრაა.

ფინიკის პალმა

ფინიკის პალმა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  პალმები
ლათინური სახელი
Phoenix

15-მდე სახეობა ცნობილია აფრიკისა და აზიის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. საკუთრივ ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix dactylifera) ჩრდილოეთ აფრიკის, ავღანეთის, პაკისტანის მშრალი სუბტროპიკების უძველესი კულტურული მცენარეა. მისი ღეროს სიმაღლე 15—20 , დიამეტრი 80 სმ, ფოთლის სიგრძე 4—6 მ აღწევს, ნაყოფი ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი საჭმელია.

ღეროს დასერვით მიღებული წვნიდან ამზადებენ ღვინოს და შაქარს. ფინიკის პალმის ბევრი სახეობა, როგორც დეკორატიული მცენარე ცნობილია სუბტროპიკებში, მათ შორის საქართველოს შავიზღვისპირეთის ბაღებსა და პარკებში. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება კანარის ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix canariensis) და ტყის ფინიკის პალმა (ლათ. Phoenix sylvestris), ორანჟერეებში კი რობელინა (ლათ. Phoenix robeicnii).

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ფინიკის პალმას შეესატყვისება დანაკისკუდი.[1]

ლიტერატურა

რედაქტირება