ქამასებრი
ქამასებრი (ლათ. Cortinarius caperatus) — სოკოს სახეობა აბალაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და აზიას.
ქამასებრი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Cortinarius caperatus (Pers.) Fr. 1838 | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090482 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, შემწვარი, ძმარში დამარინადებული და გამხმარი სახით. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, მჟავე და ქვიაშიან ნიადაგზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.[1]
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1796 წელს როგორც Agaricus caperatus.[2] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[3]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 5-15 სმ, ხორციანი, ნახევარსფეროსებრი ან ჩაჩისებრი, ბრტყლად ამოზნექილი, განიერი დაკბილული კიდეებით, ნაცრისფერ-ყვითელი, ჩალისფერ-ყვითელი ან ჟანგმიწისფერი, კიდეებთან ზოლიანია. ნორჩობაში ქუდი სფეროსებრი ან კვერცხისებრია. ზედაპირი დანაოჭებული, დაფარულია (განსაკუთრებით ცენტრში) ღია ბოჭკოვანი ნაფიფქით. მშრალ ამინდში კიდეები ხშირად იბზარება.
რბილობი — ფხვიერი, რბილი, თეთრი, მოგვიანებით მოყვითალო, სასიამოვნო სუნითა და გემოთი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შედარებით მეჩხერი, შეზრდილი, არათანაბარი სიგრძის. ნორჩობაში მოყვითალო, მოგვიანებით ჟანგმიწისფერ-ყავისფერი.
ფეხის სიგრძე — 4-12 სმ-მდე, სისქე — 1-3 სმ-მდე, მკვრივი, ცილინდრული, მთლიანი, ძირში გასქელებული, ზედაპირი აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანი. საყელოს ზემოთ ფეხი ოდნავ ქერცლოვანია, მოყვითალო, საყელოს ქვემოთ ღია-ჟანგმიწისფერია, ძირში შეიმჩნევა საერთო საბურველის მკრთალ-იისფერი ნარჩენები.
საბურველის ნარჩენები: სოკოს ზედა მხარეს განთავსებულია არათანაბარი, თხელი აფსკისებრი საყელო, რომელიც თავიდან თეთრია, მოგვიანებით მოყვითალო.
სპორების ფხვნილი — ჟანგმიწისფერი, ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — ნუშისებრი, მეჭეჭებიანი.[4][5][6]
კვებითი ღირებულება
რედაქტირებაკარგი ხარისხის საჭმელი სოკოა.[7] იხმარება ახალი, შემწვარი და ძმარში დამარინადებული. ახასიათებს თხილის სასიამოვნო გემო.[8] გაშრობის შემდეგ იყენებენ წვნიანი კერძების მოსამზადებლად.[9]
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაეკოლოგია და გავრცელება
რედაქტირებამიკორიზას ქმნის როგორც წიწვოვან, (ნაძვი, ფიჭვი), ისევე ფოთლოვან ხეებთან (წიფელი, მუხა და არყი). უპირატესობას ანიჭებს ტენიან მჟავე და ქვიშიან ნიადაგს. მთებში გვხვდება ზღვის დონიდან 2000 მეტრამდე. როგორც წესი იზრდება მცირე ჯგუფებად. ხშირად ზიანდება ჭიების მიერ.[10]
სოკო გავრცელებულია ევროპაში, უმეტესად ჩრდილოეთ ევროპის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით სკანდინავიაში, თუმცა იშვიათია დანიასა და ისლანდიაში.[11] ნიდერლანდებში გადაშენების პირასაა.[12] ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში.[13] აგრეთვე იზრდება აზიის ზომიერ სარტყლებში.
სეზონი — ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრის დასაწყისამდე.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Грюнерт Г. Грибы / пер. с нем. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2001. — С. 138. — (Путеводитель по природе). — ISBN 5-17-006175-7.
- Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 87. — ISBN 5-17-020333-0.
- Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 274. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ქამასებრი“ ვიკისაწყობში.
- ქამასებრი MycoBank-ზე (ინგლისური)
- ქამასებრი Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 182, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Persoon CH (1796). Observationes mycologicae. 1. Apud Petrum Phillippum Wolf. pp. 48–49.
- ↑ Elias Magnus Fries: „Epicrisis Systematis Mycologici seu Synopsis Hymenomycetum”, Editura Typographia Academica, Upsala 1838, p. 256
- ↑ Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p> 190-191, ISBN 3-405-11774-7
- ↑ Jean-Louis Lamaison & Jean-Marie Polese: „Der große Pilzatlas“, Editura Tandem Verlag GmbH, Potsdam 2012, p. 138, ISBN 978-3-8427-0483-1
- ↑ Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 162-163, ISBN 3-426-00312-0
- ↑ Miller Jr., Orson K.; Miller, Hope H. (2006). North American Mushrooms: A Field Guide to Edible and Inedible Fungi. Guilford, CN: FalconGuide, გვ. 299. ISBN 978-0-7627-3109-1.
- ↑ (2016) Alaska's Mushrooms: A Wide-Ranging Guide. Graphic Arts Books, გვ. 71. ISBN 9781943328765.
- ↑ Lamaison J-L, Polese J-M (2005). The Great Encyclopedia of Mushrooms. Könemann. p. 138. ISBN 978-3-8331-1239-3.
- ↑ Trappe JM (1962). "Fungus Associates of Ectotrophic Mycorrhizae". The Botanical Review. 28 (4): 538–606. doi:10.1007/bf02868758. JSTOR 4353659. S2CID 42698903.
- ↑ (2014) „Cortinarius caperatus (Pers.) Fr. (Rozites caperatus (Pers.) P. Karst.)“, Mushrooms traded as food. Vol II sec 2: Nordic risk assessments and background on edible mushrooms, suitable for commercial marketing and background lists for industry, trade and food inspection. Risk assessments of mushrooms on the four guidance lists. Nordic Council of Ministers, გვ. 164–5. ISBN 978-92-893-2705-3.
- ↑ Arnolds E (1995). "Conservation and management of natural populations of edible fungi". Canadian Journal of Botany. 73 (S1): 987–98.
- ↑ Arora D (1986). Mushrooms Demystified: a Comprehensive Guide to the Fleshy Fungi, 2nd, Ten Speed Press, გვ. 412. ISBN 978-0-89815-169-5.