იისფერა
იისფერა (ლათ. Lepista nuda) — ლეპისტას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. ბოლო პერიოდში მიაკუთვნებენ კლიტოციბეს გვარს.[1]
იისფერა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იისფერა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lepista nuda (Bull.) Cooke, 1871 | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა, მოხმარებამდე აუცილებელია მისი თერმულად დამუშავება. საპროტროფია, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. ინტროდუცირებულია ავსტრალიაში. იზრდება წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სოკო პირველად აღწერა ფრანგმა მიკოლოგმა პიერ ბიულიარმა 1790 წელს როგორც Agaricus nudus.[2]
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
რედაქტირებაქუდის დიამეტრი — 6-15 (20) სმ, ხორციანი, ნორჩობაში ნახევარსფეროსებრი, ამოზნექილი, მოგვიანებით ბრტყლად ამოზნექილი ან ჭაჭყლეტილიც კი, თხელი კიდეებით. ქუდის კანი გლუვი და მბზინავი. ნორჩობაში ღია იისფერი, სიმწიფეში ხუნდება და იღებს მომურო ან ჟანგმიწისფერ შეფერილობას.
რბილობი — ხორციანი, მკვრივი, ღია იისფერი, მოგვიანებით უფრო რბილი და ჟანგმიწისფერ-კრემისფერი, სუსტი, მაგრამ სასიამოვნო სუნითა და გემოთი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტების სისქე — 0,6-1 სმ, ხშირი, შეზრდილი კბილით ან თითქმის თავისუფალი, იისფერი, მოგვიანებით უფერული, მოყავისფრო შეფერილობით.
ფეხი — 4-8 (10) სმ, სისქე — 1,2-3 სმ, მკვრივი, ცილინდრული, ძირში ოდნავ გასქელებული[3] (იშვიათ შემთხვევაში გურზისებრი), გლუვი, სიგრძივ-ბოჭკოვანი. თავიდან ხასხასა იისფერი, შემდგომში ნაცრისფერ-იისფერი,[4] სიმწიფეში უფრო ღია და მოწაბლისფრო.
სპორები — 6-8×4—5 მკმ, ელიფსისებრი, მცირედ ხორკლიანი, მოვარდისფრო. სპორების ფხვნილი — მკრთალ-მოვარდისფრო ან მოვარდისფრო-ყვითელი.[5].
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებასაპროტროფია. იზრდება, ნიადაგზე, ერთეულებად ან ჯგუფებად. ძირნაყარი დამპალი ფოთლების, წიწვებისა და ფიჩხების გროვებზე. წიწვოვან და (წიფელი, ნაძვი) შერეულ (მუხა, ნაძვი) ტყეებში, ასევე ბაღებში, კომპოსტურ გროვებზე. კარგად იტანს მცირე ყინვებს. ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.[6] ხშირად იზრდება მინდვრის სოკოსთან ერთად.
ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. ინტროდუცირებულია ავსტრალიაში.
სეზონი — ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებაკვებითი ღირებულება
რედაქტირებაკარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა, თუმცა ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. მოხმარებამდე საჭიროა მისი თერმულად დამუშავება[7] (უნდა მოიხარშოს 10-20 წუთის განმავლობაში), რათა თავიდან იქნას აცილებული საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა.[8] განსაკუთრებით ფასობს შემწვარი სახით ძმარში ან ცხიმში დაკონსერვებული.[9][10] აგრეთვე იყენებენ სოუზებსა და სალათებში.
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Аурел Дермек. Грибы. — Братислава: Словарт, 1989. — стр. 76.
- З. А. Клепинина и Е. В. Клепинина. Справочник грибника. — М.: АСТ-ПРЕСС, 2006. — 256 с (стр. 70)
- „Грибы“. Справочник. / пер. с итал. Ф. Двин — М.: АСТ. Астрель, 2004. — 303 с (стр. 99)
- „Грибы. Справочник-определитель. Более 120 видов“ / Автор-составитель Н. Е. Макарова — М.: АСТ, Минск: Харвест, 2005—320 с (стр. 224)
- Лессо, Томас. Грибы. Определитель. / пер. с англ. — М.: АСТ, 2007. — 304 с (стр. 57)
- Корхонен Маури. 100 грибов // Пер. с финского. — М.: Лесная промышленность, 1981.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იისფერა“ ვიკისაწყობში.
- იისფერა MycoBank-ზე (ინგლისური)
- იისფერა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- იისფერა დაარქივებული 2020-10-24 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Moncalvo J.M. et al. 2000. Phylogenetic relationships of agaric fungi based on nuclear large subunit ribosomal DNA sequences. Syst Biol 49:278-305.
- ↑ Bulliard JPF (1790). Herbier de la France (fr). Paris: Chez l'auteur, Didot, Debure, Belin, გვ. plate 439.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 121, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Pavol Škubla. Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa. ISBN 978-83-245-9550-1.
- ↑ «Грибы. Справочник-определитель. Более 120 видов» / Автор-составитель Н. Е. Макарова — М.: АСТ, Минск: Харвест, 2005. — 320 с. С. 224.
- ↑ Andreas (2008). Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. ISBN 978-83-258-0588-3.
- ↑ Leksykon grzybów. Wydrukowano w Chinach. ISBN 3-89836-604-9.
- ↑ Medical Toxicology of Natural Substances: Foods, Fungi, Medicinal Herbs ... - Donald G. Barceloux - Google Libros. ციტირების თარიღი: 11 November 2012.
- ↑ Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 141, ISBN 3-426-00312-0
- ↑ Jordan P (2006). Field Guide to Edible Mushrooms of Britain and Europe. New Holland Publishers, გვ. 76–77, 150. ISBN 978-1-84537-419-8.