ღრუბელა (სოკო)
ღრუბელა, ასევე ცნობილია როგორც მელნისძირა და მელანო[1] (ლათ. Lepista sordida) — ლეპისტას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა.
ღრუბელა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Lepista sordida (Schumach.) Singer (1951) | |||||||||||||||
|
კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა,[2] რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას, ევროპას, ავსტრალიასა და აზიას. 1951 წელს როლფ ზინგერის მიერ გადაყვანილი იქნა ლეპისტას გვარში.[3]
სოკო პირველად აღწერა დანიელმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა კრისტიან ფრიდრიხ შუმახერმა 1803 წელს როგორც Agaricus sordidus.
აღწერა
რედაქტირებასოკოს ქუდის დიამეტრი — 3-8 სმ, ხორციანი, სადა ზედაპირით, ჰიგროფანური, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდეგომში ამოზნექილი, ცენტრში ჩაჭყლეტილი, ზოგჯერ ბორცვაკით, კიდეები შეკეცილი, მურა-მოლურჯო, მონაცრისფრო-მურამდე.[1]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, ვიწრო, თხელი, შეზრდილი, ზოგჯერ ოდნავ დაღმავალია, მურა-მოლურჯო, შემდგომში უფერულდება.
სოკოს ფეხის სიგრძე — 3-6 სმ, სისქე — 0,9-1,5 სმ, ცილინდრული, მთლიანი, სიგრძივ ბოჭკოვანია, ყავისფერ-მურა-მოლურჯო.[1]
რბილობი — მონაცრისფრო-მოლურჯო. გაშრობის შემდეგ თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე. სუსტად განოხატული გემოთი.[4].
გავრცელება და ეკოლოგია
რედაქტირებასაპროტროფია.[5] იზრდება ნიადაგზე — მინდვრებში, მდელოებზე, ტყის პირებში, ბაღებში, ბოსტნებსა და კომპოსტებზე. ხშირად ქმნის „ქაჯის წრეს“.[6]
გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ცენტრალურ ამერიკას, ევროპას, ავსტრალიასა და აზიას (იაპონია, კორეა და ტაივანი).[7] მისი არსებობა დადასტურებულია აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში.[8]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
რედაქტირებასამეცნიერო სინონიმები
რედაქტირება- Lepista sordida var. lilacea (Quél.) Bon (1980)
- Lepista sordida var. obscurata (Bon) Bon (1980)
- Lepista sordida var. ianthina Bon (1979)
- Rhodopaxillus sordidus f. obscuratus Bon (1970)
- Lepista nuda var. sordida (Schumach.) Maire (1916)
- Melanoleuca sordida (Schumach.) Murrill (1914)
- Rhodopaxillus sordidus (Schumach.) Maire (1913)
- Gyrophila nuda var. lilacea Quél. (1888)
- Tricholoma sordidum (Schumach.) P. Kumm. (1871)
- Agaricus sordidus Schumach. (1803)
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 123, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ღრუბელა“ ვიკისაწყობში.
- ღრუბელა MycoBank-ზე (ინგლისური)
- ღრუბელა Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 123
- ↑ Till R. Lohmeyer, Kũnkele (2006). Grzyby. Rozpoznawanie i zbieranie. Warszawa. ISBN 978-1-40547-937-0.
- ↑ Index Fungorum en. ციტირების თარიღი: 2020-05-13.
- ↑ 4.0 4.1 Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa. ISBN 978-83-245-9550-1.
- ↑ Władysław Wojewoda (2003). Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1.
- ↑ Choi JH, Fushimi K, Abe N, Tanaka H, Maeda S, Morita A, Hara M, Motohashi R, Matsunaga J, Eguchi Y, Ishigaki N, Hashizume D, Koshino H, Kawagishi H (2010). „Disclosure of the "fairy" of fairy-ring-forming fungus Lepista sordida“. ChemBioChem. 11 (10): 1373–37. doi:10.1002/cbic.201000112. PMID 20486242.
- ↑ Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2014-09-01.
- ↑ Morphological and cytochemical characterization of spores and gills of Lepista sordida (Fungi: Basidiomycota). ციტირების თარიღი: 2014-08-23.