ლურჯანა

(გადამისამართდა გვერდიდან Cortinarius violaceus)

ლურჯანა (ლათ. Cortinarius violaceus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, აზიას, ევროპას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.

ლურჯანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cortinarius violaceus (L.) S.F.Gray, 1821

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო კი — არასაჭმელად. იზრდება ნიადაგზე ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Agaricus violaceus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ბრიტანელმა მეცნიერმა სემიუელ ფრედერიკ გრეიმ 1821 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus hercynicus Pers., 1794
  • Agaricus violaceus L., 1753basionym
  • Cortinarius hercynicus (Pers.) M.M.Moser, 1967
  • Gomphos violaceus (L.) Kuntze, 1898

ქუდის დიამეტრი — 5-15 სმ, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, შემდგომში — ამობურცული, სიბერეში გაშლილია, ტალღისებური კიდეებით, ქეჩისებრ-ქერცლოვანი, მუქი იასამნისფერი.[3][4].

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია კბილით, ფართე, მეჩხერი, მუქი იასამნისფერი.

რბილობი — ღია იისფერიდან მუქ იისფრამდე.[4][3] სასიამოვნო სუნითა და თხილის გემოთი.

ფეხის სიგრძე — 6-12 სმ, სისქე — 1-2 სმ, ზედა ნაწილი დაფარულია წვრილი ქერცლებით, ძირისკენ ბოლქვისებურად გასქელებულია, ბოჭკოვანი, მომურო- ან მუქი იასამნისფერი.

სპორების ფხვნილი — ჯანგისფერ-მურა ფერის[4]. სპორები — 11-16×7-9 მკმ, ელიფსისებური ან ნუშისებრი, ხორკლიანი ზედაპირით, ჟანგისფერი ელფერით.[3].

გავრცელება და ეკოლოგია

რედაქტირება

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, აზიას, ევროპას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.[5] ლურჯანა შესულია ბელგიის, გერმანიის, პოლონეთის, დანიის, ინგლისის, რუსეთისა და ნიდერლანდების გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[6]

იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, მჟავე ან ტუტე ნიადაგზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას ქმნის არყთან, ვერხვთან, მთრთოლავ ვერხვთან, მუხასთან და წიფელთან.[7] აგრეთვე შესაძლებელია გაიზარდოს ბალოტიან ადგილებში სფაგნუმის ხავსთან.[8].

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე[9]

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

ერთი წყარო მას საჭმელ სოკოდ მიიჩნევს,[10] მეორე წყარო კი — არასაჭმელად.[11] იხმარება ახალი, მოხარშული, შემწვარი, დამარილებული[8] ან ძმარში დაკონსერვებული.[12] გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სახეობა იმყოფება გადაშენების პირას, მისი შეგროვება რეკომენდირებული არა.[3].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Карпов Ф. Ф., Паутинник фиолетовый, или приболотник // Грибы средней полосы России, М.: Фитон XXI, 2018. — გვ. 124.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
„ვიკისახეობების“ ლოგოტიპი
ვიკისახეობებს აქვს გვერდი თემაზე
Cortinarius violaceus
  1. Linnaeus C (1753). „Tomus II“, Species Plantarum (la). Stockholm, Sweden: Laurentii Salvii, გვ. 1173. ციტირების თარიღი: 2018-02-21. 
  2. Gray SF (1821). A Natural Arrangement of British Plants. London, United Kingdom: Baldwin, Cradock, and Joy, გვ. 628. 
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Э. Л. Нездойминого. Паутинник фиолетовый - Cortinarius violaceus (L.: Fr.) Fr.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-13. ციტირების თარიღი: 2022-03-23.
  4. 4.0 4.1 4.2 Сергеева М. Н. Грибы. — М.: «Культура и традиции», 2003. — С. 126—127. — 264 с. — ISBN 5-86444-080-9.
  5. Harrower E, Bougher NL, Winterbottom C, Henkel TW, Horak E, Matheny PB (2015). „New species in Cortinarius section Cortinarius (Agaricales) from the Americas and Australasia“. MycoKeys. 11: 1–21. doi:10.3897/mycokeys.11.5409.
  6. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
  7. Н.Н. Агафонова. Паутинник фиолетовый – Cortinarius violaceus (L.) Gray.
  8. 8.0 8.1 Карпов 2018.
  9. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 193, ISBN 99940-856-1-1.
  10. Arora D (1986). Mushrooms Demystified. Ten Speed Press, გვ. 446. ISBN 0-89815-169-4. ციტირების თარიღი: 2016-10-17. 
  11. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books, გვ. 173. ISBN 978-1-55407-651-2. 
  12. ^ Fritz Martin Engel, Fred Timber: „Pilze: kennen – sammeln – kochen”, Editura Südwest, München 1969, p. 105