პატუილარდას ბოჭკოვანა

(გადამისამართდა გვერდიდან Inocybe erubescens)

პატუილარდას ბოჭკოვანა (ლათ. Inosperma erubescens; ადრე Inocybe erubescens) — სოკოს სახეობა ინოსპერმას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას და აზიის ზოგიერთ რაიონს.

პატუილარდას ბოჭკოვანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
გვარი:  ინოსპერმა
სახეობა:  პატუილარდას ბოჭკოვანა
ლათინური სახელი
Inosperma erubescens (A. Blytt), Matheny & Esteve-Rav. (2019)

მომაკვდინებელად შხამიანი სოკოა. შეიცავს მომწამვლელ ნივთიერება მუსკარინს. იზრდება ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, პარკებში, ბაღებში, როგორც წესი კირიან და თიხიან ნიადაგზე, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა ნორვეგიელმა მიკოლოგმა აქსელ გუდბრან ბლიტმა 1905 წელს როგოც Inocybe erubescens.[1] 2019 წელს გადატანილი იქნა ინოსპერმას გვარში.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

აღწერა რედაქტირება

ფეხის სიგრძე — 3-9 სმ, ხშირად მოწითალო, თავიდან ზარისებრ-კონუსისებური, დროთა განმავლობაში იშლება, ბორცვაკით ცენტრში, გლუვი, აბრეშუმისებრი ელფერით, მშრალი, კიდეები უფრო ღიაა[3] და დაფარულია ღრმა რადიალური ბზარებით.

რბილობი — თეთრი, ნორჩობაში თითქმის სუნის გარეშე და თხილის გემოთი, შემდეგ ხილის სუნით, მოგვიანებით ახასიათებს უსიამოვნო და მწარე გემო.[4][5] დაზიანებისას (განსაკუთრებით სიბერეში) წითლდება.

ფეხის სიგრძე — 4-10 სმ, სისქე — 0,8-1,5 სმ, ქუდის ფერია ან უფრო ღია, მკვრივი, მყარი, ცილინდრული, ძირში ოდნავ გასქელებული, ბოჭკოვანი, სიგრძივ დაღარული.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები ხშირი, ვარდისფერი, შემდეგ ყავისფერი, მოწითალო ლაქებით, კიდეებთან თეთრი.

სპორების ფხვნილი — მოყავისფრო ან ჟანგმიწისფერ-მურა. სპორები — 11-13х6-7 მკმ, ოვალური ან ლობიოსებრი, გლუვი, მოყავისფრო.

ცვალებადობა რედაქტირება

ქუდის ფერი ვარირებს თეთრიდან ნაცრისფრამდე ან ჟანგმიწისფრამდე, სიმწიფეში შესაძლოა იყოს მოწითალო ან აგურისფერ-წითელი. დაჭერისას ფეხი წითლდება. ფირფიტები თავიდან მოწითალოა, მოგვიანებით ჟანგისფერ-ყავისფერი ან ზეთისხილისფერ-მურა, ჩვეულებრივ მოწითალო ლაქებით. ფეხის რბილობი ხშირად იძენს მოვარდისფრო ელფერს.

გავრცელება და ეკოლგია რედაქტირება

იზრდება ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, პარკებში, ბაღებში, უპირატესად კირიან და თიხიან ნიადაგზე. ხშირად მთიან ადგილებში. მიკორიზას უპირატესად ქმნის მუხასთან, წიფელთან, ცაცხვთან და ფიჭვთან.[6]

გავრცელებულების არეალი მოიცავს ევროპას და აზიის ზოგიერთ რაიონს.

სეზონი — მაისიდან ოქტომბრამდე, განსაკუთრებით მასიურად აგვისტო-სექტემბერში.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

ტოქსიკურობა რედაქტირება

მომაკვდინებლად შხამიანი სოკოა.[7] შეიცავს დიდი რაოდენობით მუსკარინს. მოწმავლის სიმპტომები ვლინდება მიღებიდან 0,5-2 საათის შემდეგ და მოიცავს ძლიერ ცრემლდენასა და ოფლიანობას, რასაც მოსდევს ტაქიკარდია, ჰალუცინაცია, არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, სუნთქვის გაძნელება, მხედველობის დაქვეითება, ღებინება და დიარეა, კანის შეწითლება, შემდეგ სიმკრთალე, რასაც თან ახლავს ძლიერი შეციება და მძიმე შემთხვევაში სიკვდილიც კი.[8][9]

უკიდურეს შემთხვევაში რეკომენდირებულია ატროპინის გამოყენება და მარილიანი წყლისა და გლუკოზის ერთდროულად მიღება. სამედიცინო ჩარევა აუცილებელია. გამოუცდელ მესოკოვეს ის შეიძლება აერიოს საჭმელად ვარგის მაისის სოკოში.[10]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. E, Bostruup: „Norges Hymenomyceter of Axel Blytt efter forfatterens död gennemset og afslutet” din „Vidensk. Selskab. Scrifter I. Math.-naturw. Kl.”, (1904), nr. 6, Christiana 1905
  2. Matheny, P. Brandon; Hobbs, Alicia M.; Esteve-Raventós, Fernando (2020). "Genera of Inocybaceae: New skin for the old ceremony". Mycologia. 112 (1): 83–120. doi:10.1080/00275514.2019.1668906. PMID 31846596. S2CID 209407151.
  3. Andrzej. Nespiak: Grzyby. Tom XIX. Strzępiak (Inocybe). Warszawa – Kraków: PWN, 1990. ISBN 83-01-08749-8.
  4. Cetto, Bruno (1980). „Der große Pilzführer”, vol. 2. München, Berna, Viena: Editura BLV Verlagsgesellschaft. ISBN 3-405-12081-0.
  5. Linus Zeitlmayr: «Knaurs Pilzbuch», Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, стр. 164, 166, ISBN 3-426-00312-0
  6. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
  7. Vincentas Urbonas. Grybai. Vilnius: Mokslas, 1986. p. 166.
  8. Benjamin DR. (1995). Mushrooms, Poisons and Panaceas: A Handbook for Naturalists, Mycologists, and Physicians. W H Freeman & Co. ISBN 0-7167-2649-1
  9. Aurel Dermek: Grzyby. 1981. ISBN 83-217-2357-8.
  10. Marek Snowarski: Grzyby. Warszawa: Multico Oficyna Wydawnicza, 2010