Armillaria ostoyae — სოკოს სახეობა მანჭკვალას გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპას, აზიას, ცენტრალურ აფრიკას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას.

Armillaria ostoyae

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Armillaria ostoyae (Romagn.) Herink, 1973

მალურის ეროვნულ ნაკრძალში, ორეგონის შტატში (აშშ) აღმოჩენილი Armillaria ostoyae-ის მიცელიუმი დედამიწაზე ყველაზე დიდ ცოცხალ ორგანიზმად მიიჩნევა, რომელსაც 960 ჰექტარი მიწა უკავია[1] და დაახლოებით 8000 წლით თარიღდება,[1] ხოლო მასა შეიძლება 35,000 ტონამდე აღწევდეს.[2]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა. საკვებად ვარგისია ახალი, გამხმარი, დამარილებული და დამარინადებული. მოხმარებამდე აუცილებელია მისი თერმულად დამუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.

პარაზიტი სოკოა. იწვევს მერქნის ლპობას. იზრდება ფოთლოვან, უპირატესად წიწვოვან ტყეებში დიდ ჯგუფებად, იშვიათად ერთეულებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე. გარეგნულად იგი წააგავს მისივე გვარის რამდენიმე სახეობას, მაგალითად, ტყუბლა-სოკოსა და მანჭკვალას.

სამეცნიერო სინონიმები:

ქუდის დიამეტრი — 4-12 (20) სმ-მდე, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამოზნექილი, შეკეცილი კიდეებით, ასაკთან ერთად ბრტყელ ფორმას იღებს, შემდეგ რამდენადმე ჭაჭყლეტილია. ზოგჯერ ცენტრში ახასიათებს მცირე ზომის ბორცვაკი. ზედაპირი გლუვია, მქრქალი და მშრალი. მოწითალო-ყვითელი ან მოყავისფროა. ქუდის ფერი დამოკიდებულია ხის სახეობებზე, რომლებზეც იგი ბინადრობს. ზედაპირი დაფარულია უფრო მუქი ქერცლებით, განსაკუთრებით ცენტრში, რომლებიც შეიძლება ასაკთან ერთად ან ძლიერი წვიმის შემდეგ დასცვივდეს. ქუდის კიდეებზე ახასიათებს თეთრი ფერის საბურველის ნარჩენები.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, თხელი, მკვრივი, მცირედ ტალღოვანი, შეზრდილი. ნორჩობაში მოთეთრო-ყვითელია და დაფარულია თეთრი საბურველით, (რომელიც მალევე ქვრება), ასაკთან ერთად ყავისფერდება.[4]

ფეხის სიგრძე — 5-12 (15) სმ, სიგანე — 1-2,5 სმ, დაღარული, ქერცლიანი, ბოჭკოვანი, ელასტიური, იშვიათად ოდნავ მოხრილი და ზოგჯერ ოდნავ გამობერილი, ძირისკენ გასქელებულია. როგორც წესი ქუდის ფერია, ახასიათებს ნათლად გამოხატული ფოჩისებრი საყელო.

რბილობი — ფხვიერი, მოთეთრო ან მოყვითალო. ფეხში ბოჭკოვანია, გაჭრისას ფერს არ იცვლის. სოკოს დამახასიათებელი სუნითა და ოდნავ მომჟავო და ფისისმაგვარი გემოთი.

სპორების ფხვნილი — თეთრი.[5] სპორები — ელიფსისებური, გლუვი, გამჭირვალე, არაამილოიდური, 6–9,5 × 5,5–7 მკმ.

ეკოლოგია

რედაქტირება

იზრდება ცოცხალ და მკვდარ ფოთლოვან და წიწვოვან ხეებზე, დიდ ჯგუფებად. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის ნაძვსა და ფიჭვთან, იშვიათად სოჭთან და წიფელთან.[6]

Armillaria ostoyae-სა და მისი გვარის სხვა სახეობების მასის უდიდესი ნაწილი მიწის ქვეშაა და უხილავია ადამიანებისთვის. ზედაპირზე ჩანან მხოლოდ მცირე ჯგუფები, რომლებიც მოაგონებენ ჩვეულებრივ სოკოებს და გამრავლებას ემსახურებიან.

მსოფლიოს ამჟამად ეს უდიდესი ორგანიზმები დიდ საფრთხეს უქმნიან ტყეებს. ისინი ძირითადად აზიანებენ წიწვოვან სახეობებს.[7]

Armillaria ostoyae-ის მიცელიუმი დღეისთვის დედამიწაზე აღმოჩენილი ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმია,[8] რომელიც მდებარეობს მალურის ეროვნულ ნაკრძალში, (ორეგონის შტატი, აშშ-ში). მას 960 ჰექტარი მიწა უკავია და დაახლოებით 8000 წლით თარიღდება, ხოლო მისი მასა დაახლოებით 35, 000 ტონამდე აღწევს.[1][2] ეს გიგანტური მიცელიუმი ხის ფესვებს ეხვევა და იწვევს მათ ლპობას.

მეცნიერებმა მისი გენომის შესწავლისას დაადგინეს, რომ მას შეუძლია უმაღლესი მცენარეების მერქანში ლიგნინის განსაკუთრებით ეფექტურად შეყვანა, რაც მათ ტანზე წარმატებით პარაზიტობის საშუალებას აძლევს. მათი რიზომორფები მუქი ძაფებია, რომლებიც ქერქში შეღწევის შემდეგ მის ქვეშ მერქნის ცილის გავლით რამდენიმე ათეულ მეტრს გადის და ამგვარად სოკოები მცენარისგან საკვებ ნივთიერებებს იღებენ.

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

გავრცელება

რედაქტირება

სოკოს გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შედარებით გრილ რეგიონებს. ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულია აშშ, კანადასა და მექსიკაში.[9] ევროპაში მრავლადაა — გავრცელებულია თითქმის ყველგან, მათ შორის საქართველოში. აზიაშირუსეთის დასავლეთ და ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, აგრეთვე სამხრეთ კორეასა და იაპონიის სამხრეთ რეგიონში. აფრიკაში დაფიქსირებულია ცენტრალურ ნაწილში — გაბონსა და რუანდაში.[9] სოკო აგრეთვე ბინადრობს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.[10]

სეზონი — ზაფხულიდან ზამთრის დასაწყისამდე.[11][12]

კვებითი ღირებულება

რედაქტირება

კარგი ხარისხის საჭმელ სოკოდ ითვლება. საკვებად ვარგისია ახალი და ნორჩი ეგზემპლარები, გამხმარი, დამარილებული და ცხიმში ან ძმარში დამარინადებული.[13] აგრეთვე გამოიყენება ხორციან და წვნიან კერძებში.

ფეხი უხეშია და როგორც წესი საჭმელად არ იხმარება. მოხმარებამდე აუცილებელია მისი თერმულად დამუშავება; 5-10 წუთიანი დუღილის შემდეგ ნახარში წყალი უნდა გადაიღვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა.[14]

გარეგნულად წააგავს მისივე გვარის რამდენიმე სახეობას, მათ შორის ტყუბლა-სოკოსა და მანჭკვალას. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა აერიოს რამდენიმე შხამიან სახეობაში, მაგალითად, როგორებიცაა არშიანი გალერინა და მანჭკვალას მატყუარა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Oregon Humongous Fungus Sets Record As Largest Single Living Organism on Earth (7-minute documentary video). Oregon Field Guide (12 February 2015). ციტირების თარიღი: 23 September 2019
  2. 2.0 2.1 Richardson Dodge, Sherri (24 July 2000). „An even more humongous fungus“. Pacific Northwest Research Station, US Forest Service. ციტირების თარიღი: 2 November 2015.
  3. Peck, C. H. (1900). „New species of Fungi“. Bulletin of the Torrey Botanical Club. 27 (12): 609–613. doi:10.2307/2477998. JSTOR 2477998.
  4. Andreas Gminder. Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. 2008, ISBN 978-83-258-0588-3
  5. Янсен Пелле. Всё о грибах. — Вильнюс: «Акритас», 2009. — С. 15. — 160 с. — ISBN 5-30600-350-8.
  6. H. Knudsen, J. Vesterholt, Funga Nordica Nordsvamp. Copenhagen 2008.
  7. „Крупнейший организм на Земле набрал свои размеры из-за паразитизма“. Life.ru (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-02. ციტირების თარიღი: 2017-09-02.
  8. „Oregon Humongous Fungus Sets Record As Largest Single Living Organism On Earth“. opb (ინგლისური). ციტირების თარიღი: 1 August 2021.
  9. 9.0 9.1 Armillaria ostoyae (Romagn.) Herink. Global Biodiversity Information Facility. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2023.
  10. Armillaria ostoyae (Romagn.) Herink - Dark Honey Fungus. First-Nature.com. ციტირების თარიღი: 12 მარტი, 2023.
  11. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 180-181, ISBN 978-3-440-14530-2
  12. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 242-243 - 1, ISBN 3-405-12116-7
  13. Fritz Martin Engel, Fred Timber: „Pilze: kennen – sammeln – kochen”, Editura Südwest, München 1969, p. 101-103
  14. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda, Grzyby i ich oznaczanie, Warszawa: PWRiL, 1985, ISBN 83-09-00714-0.