ტყუბლა-სოკო
(გადამისამართდა გვერდიდან Armillaria tabescens)
ტყუბლა-სოკო (ლათ. Armillaria tabescens) — სოკო ლათ. Physalacriaceae-ის ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 3-10 სმ აღწევს; ნორჩი ქუდი გამობურცულია, შემდეგ ფართო-გამობურცული ფორმისაა, ცენტრში ფართო ბორცვით. ქუდის ზედაპირი მშრალია, მოწითალო-მოყავისფრო ფერის, უფრო მუქი ქერცლით. რბილობი მოთეთრო ან მურა ფერისაა, ძლიერი სუნითა და მწკლარტე გემოთი. ჰიმენოფორი ფირფიტისებრია. ფეხი 7,5-20 სმ სიგრძისაა და 0,5-1,5 სმ სისქის. სპორული ფხვნილი კრემისფერია. სპორების ზომებია 6,5-8×4,5-5,5 მკმ, ელიფსოიდური ფორმისაა, გლუვი. ტყუბლა-სოკო საჭმელი სოკოა. მიჩნეულია გემრიელ სოკოდ. გვხვდება ჯგუფებად. იზრდება ივნისიდან დეკემბრამდე ხეების ტანსა და კუნძზე. სახეობა პირველად აღწერა იტალიელმა ბოტანიკოსმა ჯოვანი ანტონიო სკოპოლიმ 1772 წელს.
ტყუბლა-სოკო | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ტყუბლა-სოკო | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Armillaria tabescens Clitocybe tabescens | |||||||||||
|