არშიანი გალერინა[1] (ლათ. Galerina marginata) — გალერინას გვარის სოკო ჰიმენოგასტერისებრთა ოჯახისა. 2001 წლამდე სოკოები Galerina autumnalis, Galerina oregonensis, Galerina unicolor და Galerina venenata განსხვავებული საბინადრო გარემოსა და ქუდის სიბლანტის გამო სხვადასხვა სახეობებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ერთი და იმავე სახეობას წარმოადგენენ.[2]

არშიანი გალერინა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Galerína marginata (Batsch) Kühner, (1935)

ძლიერ შხამიანო სოკოა, შეიცავს ადამიანითვის საშიშ ნივთიერება ამატოქსინს, რომელიც იწვევს ღვიძლის მწვავე დაზიანებას, რასაც თან სდევს ღებინება, დიარეა, ჰიპოთერმია და საბოლოოდ, დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ადამიანის გარდაცვალებაც კი. გამოუცდელ მესოკოვეს იგი შესაძლოა ადვილად აერიოს რამდენიმე საკვებად ვარგის სახეობაში — მანჭკვალა, ზაფხულის მანჭკვალა, გაზაფხულის მანჭკვალა, ზამთრის სოკო და ა.შ.

სოკოს ქუდის ფერი ყავისფერი ან ყვითელ-ყავისფერია. ფირფიტები მოყავისფროა და ტოვებს ჟანგისფერ სპორების მტვერს. როგორც წესი, ნორჩ ეგზემპლარებში შეიმჩნევა ნათლად გამოხატული მემბრანული რგოლი (საყელო), რომელიც ხშირად ასაკთან ერთად ქვრება. რბილობი — მკრთალ-მოყავისფრო-ჟანგმიწისფერი თითქმის თეთრამდე, ფქვილის მსგავსი სუნითა და გემოთი.[3] სიბერეში ქუდი უფრო ბრტყელია, ფირფიტები და ფეხი ყავისფერი.

გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს: ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკას, იაპონიას, ირანს,[4] კონტინენტურ აზიასა და კავკასიას,[3][5][6] აგრეთვე დაფიქსირებულია ავსტრალიაში.[7] იზრდება ზაფხულიდან შემოდგომამდე ერთეულებად ან დიდ ჯგუფებად დამპალ მერქანზე, უპირატესად წიწვოვან სახეობებზე ან მათთან ახლოს, იშვიათად — ფოთლოვან სახეობებზე.[2][8] ზოგჯერ იზრდება ხის მიწისქვეშა ნაწილებზე, და ამგვარად, მოსჩანს ისე, თითქოს ნიადაგზე იზრდებაო.[9]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus marginatus Batsch (1789)
  • Agaricus unicolor Vahl (1792)
  • Agaricus autumnalis Peck (1872)
  • Pholiota marginata (Batsch) Quél. (1872)
  • Pholiota discolor Peck (1873)
  • Galerina unicolor (Vahl) Singer (1936)
  • Galerina venenata (Vahl) Singer (1953)
  • Galerina autumnalis (Peck) A.H.Sm. & Singer (1964)
  • Galerina oregonensis A.H.Sm. (1964)

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Evenson VS. Mushrooms of Colorado and the Southern Rocky Mountains (англ.). — Westcliffe Publishers, 1997. — P. 25—26. — ISBN 978-1-56579-192-3.
  • Smith A. H., Singer R. A Monograph of the Genus Galerina (неопр.). — New York: Hafner Publishing Co, 1964.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 178, ISBN 978-9941-8-4547-5.
  2. 2.0 2.1 Gulden G., Dunham S., Stockman J. (2001). „DNA studies in the Galerina marginata complex“ (ინგლისური). 105 (4). Elsevier: 432–40. doi:10.1017/S0953756201003707. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  3. 3.0 3.1 Smith and Singer, 1964, pp. 259–62.
  4. Asef Shayan M. R. قارچهای سمی ایران (Qarch-ha-ye Sammi-ye Iran, ირანის შხამიანი სოკოები) (პერს.). — 2010. — P. 214. — ISBN 978-964-2725-29-8.
  5. Gulden G, Vesterholt J (1999). „The genera Galerina and Phaeogalera (Basidiomycetes, Agaricales) on the Faroe Islands“. Nordic Journal of Botany. 19 (6): 685–706. doi:10.1111/j.1756-1051.1999.tb00679.x.
  6. (1987) 日本のきのこ. Tokyo, Japan: Yamakey. ISBN 4-635-09020-5. 
  7. Midgley DJ, Saleeba JA, Stewart MI, Simpson AE, McGee PA (2007). „Molecular diversity of soil basidiomycete communities in northern-central New South Wales, Australia“. Mycological Research. 111 (3): 370–8. doi:10.1016/j.mycres.2007.01.011. PMID 17360169.
  8. Andary C, Privat G, Enjalbert F, Mandrou B (1979). „Teneur comparative en amanitines de différentes Agaricales toxiques d'Europe“ [Comparative content in amanitins of different European toxic Agaricales]. Documents Mycologiques (ფრანგული). 10 (37–38): 61–8.
  9. Ammirati J. F., McKenny M., Stuntz D. E. The New Savory Wild Mushroom. — University of Washington Press, 1987. — P. 122, 128—29. — ISBN 0-295-96480-4.