ზაფხულის მანჭკვალა

ზაფხულის მანჭკვალა (ლათ. Kuehneromyces mutabilis) — ქუდიანი სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა. აქვს 3-5 სმ დიამეტრის, შუაში ამობურცული, ყავისფერი, ოდნავ ქერცლიანი მკრთალი კონცენტრული ზოლებით. ფირფიტები ჟანგისფერ-მურაა; ფეხი — წვრილი, საყელოიანი. ზემოთ მოთეთრო, ქვემოთ მუქი მურა და ბოჭკოვანი. იზრდება დამპალ ფოთლოვან ხეებზე ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. მდარე ხარისხის საჭმელი სოკოა.

ზაფხულის მანჭკვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
ოჯახი:  სტროფარიასებრნი
გვარი:  Kuehneromyces
სახეობა:  ზაფხულის მანჭკვალა
ლათინური სახელი
Kuehneromyces mutabilis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090579

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება