ზამთრის სოკო (ლათ. Flammulina velutipes) — ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. აქვს 2-5 სმ დიამეტრის ქუდი — შიშველი, ლორწოიანი, ყვითელი, შუაში მურა. ფირფიტები თეთრია, მოყვითალო ფერი დაჰკრავთ. ფეხი წვრილი, ხრტილოვანი, ზემოთ მოყვითალო, ძირში მუქი მურა და შებუსვილია. იზრდება ჯგუფურად გვიანი შემოდგომიდან (ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაში), ხარობს გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი ვერხვსა და ტირიფზე. საჭმელად იხმარება ახალი.

ზამთრის სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:  Agaricales
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
სახეობა:  ზამთრის სოკო
ლათინური სახელი
Flammulina velutipes
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090512

ლიტერატურა

რედაქტირება