ზამთრის სოკო
(გადამისამართდა გვერდიდან Flammulina velutipes)
ზამთრის სოკო (ლათ. Flammulina velutipes) — ქუდიანი სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. აქვს 2-5 სმ დიამეტრის ქუდი — შიშველი, ლორწოიანი, ყვითელი, შუაში მურა. ფირფიტები თეთრია, მოყვითალო ფერი დაჰკრავთ. ფეხი წვრილი, ხრტილოვანი, ზემოთ მოყვითალო, ძირში მუქი მურა და შებუსვილია. იზრდება ჯგუფურად გვიანი შემოდგომიდან (ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაში), ხარობს გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი ვერხვსა და ტირიფზე. საჭმელად იხმარება ახალი.
ზამთრის სოკო | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Flammulina velutipes | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090512 | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 480.