ცრუმანჭკვალა

(გადამისამართდა გვერდიდან Hypholoma lateritium)

ცრუმანჭკვალა (ლათ. Hypholoma lateritium, ადრე — Hypholoma sublateritium) — ჰიფოლომას გვარის სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკას.

ცრუმანჭკვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  სტროფარიასებრნი
გვარი:  ჰიფოლომა
სახეობა:  ცრუმანჭკვალა
ლათინური სახელი
Hypholoma lateritium (Schaeff.) P.Kumm., 1871

ერთი წყარო მას სჭმელ სოკოდ მიიჩნევს, მეორე წყარო — შხამიანად, მესამე წყარო კი — არასაჭმელ სოკოდ. იზრდება დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე (იშვიათად წიწვივან ხეებზე) და ძირნაყარ ტოტებზე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus lateritius.[1] მიმდინარე ბინომიანლური სახელწოდება მიანიჭა პაულ კუმერმა 1871 წელს.[2]

ქუდის დიამეტრი — 2—7,5(10) სმ, ნორჩობაში კონუსური ან ზარისებრი, შემდეგ ამოზნექილი, ბრტყლად ამოზნექილი ან თითქმის ბრტყელი. იშვიათად ბორცვაკით ცენტრში, გლუვი, ჩაზრდილბიჭკოვანი. ზედაპირი ზოგჯერ დაფარულია თეთრი ფიფქებით. აგურისფერ-წითელ-ყავისფერი, ყვითელ-ყავისფრამდე. კიდეებთან ყვითელ-ნარინჯისფერი ან მკრთალ-ყვითელი, ზოგჯერ მთლიანად თეთრი ფერის.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები სკმაოდ ხშირი, შეზრდილი, ღია-მონაცრისფრო ან მოყვითალო-ნაცრისფერი, შემდეგ ზეთისხილისფერ-ნაცრისფერი, ხშირად იასამნისფერი ელფერით, ზოგჯერ მკრთალი.

ფეხის სიგრძე — 3-10(12) სმ, სისქე — 1,2-1,5 სმ, სწორი, ხშირად ძირში შევიწროებული, ასაკთან ერთად ფუყე, ზედა ნაწილი ღია-ყვითელი, ქვედა ნაწილი — მოყავისფრო და წითელ-ყავისფერი. ზედაპირი ბოჭკოვანი, ზედა მხარეს შეიმჩნევა საყელოსმაგვარი ზონა.

რბილობი — ტალახისფერ-ყვითელი ან ყვითელ-ყავისფერი, განსაკუთრებული სუნის გარეშე,[3] ნორჩობაში ახასიათებს მომწარო გემო, სიმწიფეში კიდევ უფრო მწარდება.[4][5][6]

სპორები — 6-7,5×1,4-4,5 მკმ, მოგრძო-ელიფსისებრი. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი, ცილინდრული, 15-24×4-7 მკმ.[7]

გამოყენება

რედაქტირება

ერთი წყარო მას შხამიან სოკოდ მიიჩნევს, რომელიც იწვევს კუჭ-ნაწლავის მომნელებელი სისტემის მოშლას.[8] მეორე წყარო საკვებ სოკოდ თვლის, რომელიც საგულდაგულოდ მომზადებას საჭიროებს, ხოლო მესამე წყარო კი — არასაჭმელ სოკოდ, მწარე გემოს გამო.[9] ცრუმანჭკვალა პოპულარულია აშშ-სა და იაპონიაში.

ცრუმანჭკვალა მეტად წააგავს რამდენიმე მომაკვდინებლად შხამიან სახეობას, ამიტომაც გამოუცდელი მესოკოვეებისათვის მისი შეგროვება რეკომენდირებული არაა.[10]

ხალხურ მედიცინაში გამოიყენება რევმატული დაავადებების სამკურნალოდ, თუმცა აღნიშნული ფაქტი მეცნიერულად დადასტურებული არაა.[11]

მსგავსი სახეობები

რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება

რედაქტირება

ფართოდ გავრცელებული სახეობაა. გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას (მათ შორის კანარის კუნძულებს), აზიას, ჩრდილოეთ აფრიკას, ჩრდილოეთ, ცენტრალურ (მექსიკა) და სამხრეთ ამერიკას (ვენესუელა, ტრინიდადი).

საპროტროფია.[12] იზრდება დიდ ჯგუფებად გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე (იშვიათად წიწვივან ხეებზე)[13] და ძირნაყარ ტოტებზე, აგრეთვე ტყისა და გზის პირებზე, პარკებსა და ბაღებში.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[14]

სამეცნიერო სინონიმები

რედაქტირება
  • Agaricus carneolus Batsch, 1783
  • Agaricus lateritius Schaeff., 1774basionym
  • Agaricus perplexus Peck, 1872
  • Agaricus sublateritius Fr., 1838
  • Deconica squamosa Cooke, 1885
  • Dryophila sublateritia (Fr.) Quél., 1888
  • Geophila sublateritia (Fr.) Quél., 1886
  • Hypholoma perplexum (Peck) Sacc., 1887
  • Hypholoma sublateritium (Fr.) Quél., 1872
  • Naematoloma sublateritium (Fr.) P.Karst., 1880
  • Pratella lateritia (Schaeff.) Gray, 1821
  • Psilocybe lateritia (Schaeff.) Noordel., 1995

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Noordeloos, M. E.. Flora Agaricina Neerlandica. Rotterdam, გვ. 70—71. ISBN 978-90-5410-492-9 Invalid ISBN. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Palatinatu circa Ratisbonam nascuntur icones, nativis coloribus expressae”, Editura J.J. Palmium, Erlangen 1800 vol. 4, p. 22
  2. Paul Kummer: „Der Führer in die Pilzkunde…”, Editura E. Luppe, Zerbst 1871, p. 72
  3. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda: Grzyby i ich oznaczanie. Warszawa: PWRiL, 1985. ISBN 83-09-00714-0.
  4. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, ed. a 5-a, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1979, p. 188-189 - 1, ISBN 3-405-12116-7
  5. Hans E. Laux: „Der große Pilzführer, Editura Kosmos, Halberstadt 2001, p. 318-319, ISBN 978-3-440-14530-2
  6. Gheorghe Sălăgeanu & Anișoara Sălăgeanu: „Determinator pentru recunoașterea ciupercilor comestibile, necomestibile și otrăvitoare din România. Editura Ceres, București 1985, p. 233
  7. Noordeloos 1999.
  8. Sánchez Rodríguez, J. A.. Setas Comestibles y Tóxicas. Madrid, გვ. 59. ISBN 978-84-8476-507-3. 
  9. Hans E. Laux: Der große Kosmos-Pilzführer. Alle Speisepilze mit ihren giftigen Doppelgängern. Kosmos, Stuttgart 2010, ISBN 978-3-440-12408-6, S. 318.
  10. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. p. 216. ISBN 978-1-55407-651-2.
  11. Andreas Gminder: Atlas grzybów jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. 2008. ISBN 978-83-258-0588-3.
  12. Władysław Wojewoda: Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences, 2003. ISBN 83-89648-09-1.
  13. Pavol Škubla: Wielki atlas grzybów. Poznań: Elipsa, 2007. ISBN 978-83-245-9550-1.
  14. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 173, ISBN 99940-856-1-1.