ზაფხულის მანჭკვალა
(გადამისამართდა გვერდიდან Kuehneromyces mutabilis)
ზაფხულის მანჭკვალა (ლათ. Kuehneromyces mutabilis) — ქუდიანი სოკო სტროფარიასებრთა ოჯახისა. აქვს 3-5 სმ დიამეტრის, შუაში ამობურცული, ყავისფერი, ოდნავ ქერცლიანი მკრთალი კონცენტრული ზოლებით. ფირფიტები ჟანგისფერ-მურაა; ფეხი — წვრილი, საყელოიანი. ზემოთ მოთეთრო, ქვემოთ მუქი მურა და ბოჭკოვანი. იზრდება დამპალ ფოთლოვან ხეებზე ზაფხულში და შემოდგომით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული. მდარე ხარისხის საჭმელი სოკოა.
ზაფხულის მანჭკვალა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Kuehneromyces mutabilis | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090579 | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 488.
- ნახუცრიშვილი ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 318.