ჰონდურასი

(გადამისამართდა გვერდიდან ჰონდურასის რესპუბლიკა)

ჰონდურასის რესპუბლიკა (ესპ. República de Honduras, ესპ. Hondura — „სიღრმე“) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. დედაქალაქი — ტეგუსიგალპა (1880 წლამდე — კომაიაგუა). სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება ნიკარაგუა, სამხრეთ-დასავლეთით — სალვადორი და დასავლეთით — გვატემალა.

ჰონდურასის რესპუბლიკა
República de Honduras
ჰონდურასი
ჰონდურასის
ჰიმნი: Himno Nacional de Honduras
ჰონდურასის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ტეგუსიგალპა
14°06′ ჩ. გ. 87°13′ დ. გ. / 14.100° ჩ. გ. 87.217° დ. გ. / 14.100; -87.217
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მთავრობა დემოკრატიული კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სიომარა კასტრო
ფართობი
 -  სულ 112 492 კმ2 (102-ე)
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 7 810 848 (96-ე)
 -  6 975 204 აღწერა 2000 
 -  სიმჭიდროვე 64 კაცი/კმ2 (128-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $21.74 მილიარდი (107-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $3,131 (124-ე)
აგი (2007) 0.700 (საშუალო) (115-ე)
ვალუტა ლემპირა (HNL)
დროის სარტყელი UTC-06:00
ქვეყნის კოდი HND
Internet TLD .hn
სატელეფონო კოდი 504

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ჰონდურასის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: República de Honduras.
  • ეტიმოლოგია: სახელი მოდის fondura-დან, რაც ასტურიულ ენაზე ნიშნავს ღუზის სადგომს, ასე ეძახდნენ XVI საუკუნეში ტრუხილიოს ყურეს.

1502 წელს კოლუმბმა აღმოაჩინა ჰონდურასის სანაპირო. ესპანელებმა მას სანაპიროსთან არსებული სიღრმეების გამო ჰონდურასი უწოდეს. ჰონდურასის მკვიდრი მოსახლეობა ინდიელი ტომების ერთი ნაწილი (ტოაკა, პატუკა, პაია, ხიკაკე) პირველყოფილი თემური წყობილების მაგვარი პირობებში ცხოვრეობდა, ხოლო მეორე ნაწილმა — მაიას ტომებმა ამერიკის ერთ-ერთი მაღალი ადრეკლასობრივი ცივილიზაცია შექმნეს. 1524 წლიდან ესპანელებმა დაიწყეს ჰონდურასის ტერიტორიების დაპყრობა. XVI საუკუნიდან ჰონდურასი გვატემალის საგენერალკაპიტანოში შედიოდა. ქვეყნის მთავარ შემოსავლის წყაროს ვერცხლის საბადოები წარმოადგენდა.

1821 წლის 15 სექტემბერს ჰონდურასმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამავე პერიოდში დაიწყო პოლიტიკური პარტიების — კონსერვატორთა და ლიბერალთა ჩამოყალიბება, რომელთა შორის მწვავე პოლიტიკური ბრძოლა გაჩაღდა. კონსერვატორების მცდელობით 1821 წელს ჰონდურასი მექსიკას შეუერთდა. 1822 წელს, ესპანეთის მიერ დამოუკიდებლობის გარანტიის მიცემის შემდეგ, ჰონდურასი შევიდა ცენტრალური ამერიკის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც 1838 წელს დაიშალა და მის ადგილას წარმოიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფოები. 1838 წელს გამოცხადდა ჰონდურასის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ხოლო 1839 წლის იანვარში მიიღეს ჰონდურასის რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია.

1933-1949 წლებშიჰონდურას მართავდა დიქტატორი ტ. კარიას ანდინო. მეორე მსოფლიო ომში ჰონდურასი არ მონაწილეობდა, მაგრამ 1941 წლის დეკემბერში იტალიასა და გერმანიას ომი გამოუცხადა. 1961 წელს რ. ვილიედა მორალესის მთავრობის დროს ჰონდურასმა ურთიერთობა გაწყვიტა კუბასთან. 1963 წელს სამხედრო გადატრიალება მოხდა ო. ლოპეს არელიანოს მეთაურობით. 1969 წელს ჰონდურასსა და სალვადორს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა. 1971 წლის იანვარში ლიბერალურმა და კონსერვატულმა პარტიებმა ხელშეკრულება დადეს, რის მიხედვითაც ქვეყანაში შენარჩუნებულ იქნა ორპარტიული სისტემა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 

სახელმწიფო მდებარეობს ცენტრალურ ამერიკაში და უკავია ცენტრალური ამერიკის ყელის ჩრდილოეთ ნაწილი. დასავლეთიდან ესაზღვრება გვატემალა, სამხრეთ-დასავლეთით ელ-სალვადორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიკარაგუა, სამხრეთით წყნარი ოკეანე, უფრო კონკრეტულად კარიბის ზღვა და მისი ნაწილები - ფონსეკასა და ჰონდურასის ყურეები.

ქვეყნის ფართობია 112 492 კვ.კმ. მოსახლეობა შეადგენს 8 მილიონს (2009). დედაქალაქი - ტეგუსიგალპა. ქვეყნის შემადგენლობაშია ასევე მრავალი კუნძული კარიბის ზღვაში და ფონსეკის ყურე. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი მთიანია (ყველაზე მაღალი წერტილი 2865 მ).

კარიბის ზღვის სანაპიროსთან არის დაბლობები და მოსკიტების სანაპირო ზოლი. ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარეობს ბანანის პლანტაციები. წყნარი ოკეანის სანაპიროსთანაც დაბლობებია. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი მდებარეობს ლა-მოსკიტიას ჯუნგლები.

სახელმწიფო

რედაქტირება
  • სახელმწიფო სისტემა: რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი პორფირიო ლობო
  • საკანონმდებლო ორგანო: ეროვნული კონგრესი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა: ჰონდურასი დაყოფილია 18 დეპარტამენტად.

დემოგრაფია

რედაქტირება

მოსახლეობის ზრდის დინამიკა — 1,534 მლნ (1950) [1]; 7,4 მლნ (2007) [2]; 8,0 მლნ (2010 წლის ივლისი).

სიცოცხლის საშუალო მაშვენებელი — 69 წელი კაცებში, 72 წელი ქალებში.

ურბანიზაციის მაჩვენებელი — 48 %.

მოსახლეობა:

სახელმწიფო ენა — ესპანური, თუმცა ასევე ლაპარაკობენ ინდიელთა ენებზეც.

რელიგია — 97 % კათოლიკები, 3 % პროტესტანტები.

ეკონომიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ადმინისტრაცია

რედაქტირება

პოლიტიკური პარტიები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Большая Советская Энциклопедия. / редколл., гл. ред. Б.А. Введенский. 2-е изд. Т.12. М., Государственное научное издательство „Большая Советская энциклопедия“, 1952. стр.40-44
  2. Страны и регионы мира: экономико-политический справочник. - 3-е изд. / под ред. А.С. Булатова. М., "Проспект", 2009. стр.285