ჰონდურასის ყურე (ინგლ. Gulf of Honduras, ესპ. Golfo de Honduras) — ყურე კარიბის ზღვაში, ცენტრალური ამერიკის ნაპირთან. სიღრმე 22—54 მ, შესასვლელთან — 2000 მეტრზე მეტი. წყლის საშუალო წლიური ტემპერატურა 27 გრადუსი, მარილიანობა დაახლოებით 36 პრომილე. მოქცევა შერეული, სიმაღლე 0,7 მ. ჰუდსონის ყურის ნაპირზე მდებარეობს ნავსადგურები პუერტო-კორტესი (ჰონდურასი) , პუერტო-ბარიოსი და ლივინგსტონი (გვატემალა).

ყურე ნაჩვენებია ცენტრში მარჯვნივ

ლიტერატურა

რედაქტირება