ლივინგსტონი — დამოუკიდებელი ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო, რომელიც თბილისში 2010 წელს დაარსდა. სააგენტოს საქმიანობა მოიცავს შემოქმედებითი კამპანიების შექმნას, ვებ-დიზაინს, ვებ და მობილური აპლიკაციების დამუშავებას, ბრენდის ჩამოყალიბებას, რეკლამისა და სოციალური მედიის ანალიზს. ლივინგსტონი ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო სააგენტოა კავკასიის რეგიონში და 90-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

ლივინგსტონი
ტიპი კერძო
დარგი რეკლამა
დაფუძნდა 2010
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
თანამშრომელი 90+
შვილობილ(ებ)ი ნებულა, ჯეოლაბი
საიტი leavingstone.com

გიორგი ბურჭულაძემ, ვახტანგ ვახტანგიშვილმა, ირაკლი თევზაძემ და ლევან ლეფსვერიძემ ლივინგსტონი 2010 წელს დააარსეს. თავდაპირველად, სააგენტო მხოლოდ ციფრულ და სოციალურ მედიასთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობდა, თუმცა მომდევნო ოთხ წელიწადში სრულფასოვან სარეკლამო სააგენტოდ გარდაიქმნა.

ლივინგსტონი ემსახურება როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო ბაზრის ბიზნეს ბრენდებს.

2014 წლის ოქტომბერში, სააგენტო Google- ის პირველი ოფიციალური პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში.[1][2]

2016 წლის სექტემბერში, ლივინგსტონი საუკეთესო ქართულ სააგენტოდ აღიარეს Ad Black Sea ფესტივალზე.[3]

შვილობილი კომპანიები

რედაქტირება

ჯეოლაბი - „ჯეოსელის,“ GAU-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და Leavingstone-ს ერთობილი პროექტი, სივრცე, რომელიც 2015 წელს შეიქმნა იმისთვის, რომ დამწყებ და არამარტო დამწყებ სტუდენტებს შესთავაზოს სერტიფიცირებული კურსები შემდეგი მიმართულებით: ვებ დიზაინი, ვებ პროგრამირება, მობილური პროგრამირება, გეიმინგი, კოდინგი და კომუნიკაცია. კონცეპტუალურად, „ჯეოლაბი“ არის სივრცე, სადაც 24 საათის განმავლობაში არის შესაძლებლობა, აკეთო ის, რაც სჭირდება საკუთარი პიროვნული და არა მხოლოდ მეს განვითარებისთვის, სადაც პროფესიონალი ლექტორები უძღვებიან პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებულ კურსს. „ჯეოლაბი“ ასევე მუდამ ღიაა მათთვის, ვისაც ინოვაციური პროექტების იდეები მოსვენებას არ აძლევს და მათი განხორციელება სწყურია. 2017 წლის თებერვლის მონაცემებით „ჯეოლაბი“ 500-ზე მეტ კურსდამთავრებულს ითვლის.[4]

ნებულა - ელექტრონული სწავლების პლატფორმა, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს. ეს პლატფორმა ითავსებს კერძო პედაგოგის როლს, რადგანაც მომხმარებელს სთავაზობს ვიდეო გაკვეთილებს, სავარჯიშოებს და გამოცდის სიმულაციებს.[5]

ჯილდოები

რედაქტირება

2015 წელს, ლივინგსტონი პირველი ქართული სარეკლამო სააგენტო გახდა, რომელმაც ბრინჯაოს ლომი დაიმსახურა “ლუდი 34”-ის ქეისის წარდგენით. შემდეგ წელს მან კვლავ ბრინჯაოს ლომი დაიმსახურა “ლუდი ოლდ აირიშ”-ის რეკლამისათვის.[6][7]

წლების განმავლობაში სააგენტომ მრავალი ჯილდო მიიღო:

2015 წელს

რეკლამისთვის "ლუდი 34 - ქანდაკება ნამდვილი ლუდის მოყვარულთათვის"

  • ბრინჯაოს ლომი PR კატეგორიაში კანის ლომების ფესტივალზე[8]
  • Golden Hammer Awards - პრომო და არატრადიციული მარკეტინგის კატეგორია[9]

[10]

2016 წელს

რეკლამისთვის "100% რეალური ვირტუალური რეალობა

  • ბრინჯაოს ლომი PR კატეგორიაში კანის ფესტივალზე[11]
  • EUROBEST - ბრონზა - PR - Launch/ Re-Launch[12]
  • Golden Hammer ფესტივალი - ოქრო, ინტერაქტიული და ციფრული გარე სარეკლამო კატეგორია[13]
  • Golden Drum ფესტივალი - ოქროს დრამი, ციფრული კატეგორია[14]
  • Ad Black Sea ფესტივალი - ფესტივალის გრანდ პრიზი[15]
  • Lisbon Ad ფესტივალი - ბრინჯაო, პრომო და აქტივაციის კატეგორია[16]
  • "Ikano მეგობრობის საზღვრებს გარეშე" - ADCE Awards - ვერცხლი, ფილმი და რადიო მუსიკის დიზაინი[17]
  • London International Awards - ვერცხლი - მუსიკის ადაპტაცია[18]
  1. [1] Marketer - სტატია: "ლივინგსტონი“ Google -ის ოფიციალური პარტნიორი გახდა"
  2. [2] დაარქივებული 2016-11-01 საიტზე Wayback Machine. Georgia Today - სტატია: "LeavingStone – First Georgian Company to Become Partner of Google"
  3. [3] დაარქივებული 2017-01-05 საიტზე Wayback Machine. Ad Black Sea Awards – არქივი - Winners 2016
  4. [4] დაარქივებული 2021-12-28 საიტზე Wayback Machine. ჯეოლაბი - კომპანიის ოფიციალური გვერდი
  5. [5] დაარქივებული 2017-10-15 საიტზე Wayback Machine. ნებულა - კომპანიის ოფიციალური გვერდი
  6. [6], Marketer - სტატია: " ლივინგსტონმა საქართველოს პირველი ბრინჯაოს ლომი მოუტანა!"
  7. [7], Marketer - სტატია: "“ზედიზედ მეორედ გამარჯვება მართლაც დიდებული ამბავია” – Leavingstone-ში უკვე მეორე ლომმა დაიდო ბინა"
  8. [8], Ad Forum - Showcase
  9. [9], Golden Hammer Awards - არქივი - Winners 2016
  10. [10], Golden Hammer Awards - არქივი - Winners 2016
  11. [11], Cannes Lions Awards - არქივი - Winners 2016
  12. [12], EUROBEST - არქივი - Winners 2016
  13. [13], Golden Hammer Awards - არქივი - 100% Virtual Reality
  14. [14], Golden Drum Awards - არქივი - Winners 2016
  15. [15] დაარქივებული 2017-01-05 საიტზე Wayback Machine. , Ad Black Sea Awards - არქივი - Winners 2016
  16. [16], Lisbon Ad Awards - არქივი - Winners 2016
  17. [17][მკვდარი ბმული], Art Directors Club of Europe - არქივი - Winners 2016
  18. [18], London International Awards - არქივი - Winners 2016