ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჰალილ ინალჯიქი (თურქ. Halil İnalcık, დ. 7 სექტემბერი, 1916,[2][3] სტამბოლი — გ. 25 ივლისი, 2016, ანკარა) — თურქი ისტორიკოსი. მისი აკადემიური მოღვაწეობა დაიწყო ანკარის უნივერსიტეტში, სადაც დოქტორის ხარისხი მოიპოვა და მუშაობდა 1940–1972 წლებში. 1972–1986 წლებში ასწავლიდა ოსმალეთის იმპერიის ისტორიას ჩიკაგოს უნივერსიტეტში. 1994 წლიდან ასწავლიდა ბილქენთის უნივერსიტეტში, სადაც დააარსა ისტორიის დეპარტამენტი. ჰალილი ასევე ითვლება ევრაზიული აკადემიის ერთ-ერთ დამაარსებლად.[4]

ჰალილ ინალჯიქი
თურქ. Halil İnalcık
ფაილი:Halil İnalcık'ın fotoğrafı. .jpg
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1916
დაბ. ადგილი სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 ივლისი, 2016 (99 წლის)
გარდ. ადგილი ანკარა, თურქეთი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
 თურქეთი
საქმიანობა ისტორიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი
მუშაობის ადგილი ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ანკარის უნივერსიტეტი, Bilkent University და ლონდონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ანკარის უნივერსიტეტი,
ჩიკაგოს უნივერსიტეტი,
ბილქენთის უნივერსიტეტი,
ლონდონის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი[1]
ჯილდოები Presidential Culture and Arts Grand Awards, T.C. Kültür ve Turizm Bakanlığı Kültür ve Sanat Büyü, King Faisal International Prize in Islamic Studies, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ათენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the University of Bucharest და honorary doctor of the Boğaziçi University
საიტი inalcik.com
სამეცნიერო სფერო ისტორია

ბიოგრაფია

რედაქტირება

იგი დაიბადა სტამბოლში 1916 წლის 7 სექტემბერს ყირიმელი თათრების ოჯახში, რომლებმაც ყირიმი 1905 წელს დატოვეს და თურქეთში გადასახლდნენ.[2][5][6][7] მან ჩააბარა ბალიქესირის მასწავლებლობისთვის მოსამზადებელ სკოლაში, მოგვიანებით კი ანკარის უნივერსიტეტში ენების, ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტზე, ისტორიის განხრით, რომელიც 1940 წელს დაასრულა.[8] მისმა შემოქმედებამ თემურლენგის შესახებ მეჰმეთ ფუათ ქიოპრიულიუს ყურადღება მიიპყრო, რომელმაც ინალჯიქი უნივერსიტეტის თანამედროვე ხანის განყოფილების ასისტენტად დანიშნა. მან დოქტორანტურა დაამთავრა 1942 წელს. მისი სადოქტორო ნაშრომი იყო ბუგარეთის შესახებ ოსმალეთის იმპერიის გვიანდელ პერიოდში, კერძოდ თანზიმათის დროს და წარმოადგენდა ერთ-ერთ პირველ სოციალურ-ეკონომიკურ მიდგომას თურქულ ისტორიოგრაფიაში. 1943 წლის დეკემბერში ჰალილი გახდა ასისტენტ პროფესორი. ის მუშაობდა ბურსას სამართლებრივ ჩანაწერებზე, ასევე ოსმალეთის იმპერიის არქივებზე სტამბოლში. 1947 წელს ინალჯიქი გახდა თურქეთის ისტორიული საზოგადოების წევრი.[2]

1949 წელს იგი უნივერსიტეტმა გააგზავნა ლონდონში, სადაც ინალჯიქი მუშაობდა ოსმალურ და თურქულ წარწერებზე, რომლებიც ბრიტანეთის მუზეუმებში იყო განთავსებული. აქ იგი შეხვდა სხვა გავლენიან ისტორიკოსებს, მათ შორის ბერნარდ ლუისს. ის 1950 წელს პარიზის კონგრესს დაესწრო, სადაც შეხვდა ფერნან ბროდელს, ადამიანს, რომლის შემოქმედებამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ჰალილზე. 1951 წელს ისტორიკოსი თურქეთში დაბრუნდა და 1952 წელს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი გახდა. 1953-1954 წლებში ჰალილი იყო მიწვეული პროფესორი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ხოლო 1956–1957 წლებში მუშაობდა და ატარებდა კვლევებს ჰარვარდის უნივერსიტეტში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ ის ლექციებს კითხულობდა ოსმალეთის იმპერიის, ევროპისა და ამერიკის ისტორიის, ასევე ადმინისტრაციული ორგანიზაციისა და მუსტაფა ქემალ ათათურქის რეფორმების შესახებ. 1967 წელს ის იყო მოწვეული პროფესორი პენსილვანიის უნივერსიტეტსა და პრინსტონის უნივერსიტეტში. 1966 წელს ის გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების საერთაშორისო ასოციაციის (ფრანგ. Association Internationale des Etudes du Sud-Est Européen) წევრი და 1971-1974 წლებში ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.[2]

1971 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტმა მას შესთავაზა მუდმივი პედაგოგიური თანამდებობა, ხოლო პენსილვანიის უნივერსიტეტმა 5 წლიანი კონტრაქტი. ინალჯიქმა ორივე შეთავაზებაზე უარი განაცხადა და თურქეთში დარჩა. ამ პერიოდში თურქეთში პოლიტიკური მდგომარეობა გაუარესდა და სტუდენტები სულ უფრო ხშირად მონაწილეობდნენ კონფლიქტებში, ეს ყველაფერი კი განათლების მღებას უშლიდა ხელს. 1972 წელს მან მიიღო გადაწყვეტილება ჩიკაგოს უნივერსიტეტში წასულიყო მასწავლებლად, სადაც 1986 წლამდე ასწავლიდა ოსმალეთის ისტორიას.[9] 1990-1992 წლებში ის მოწვეული პროფესორი იყო ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში. 1992 წელს ის დაბრუნდა თურქეთში და ბილქენთის უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა, სადაც დააარსა ისტორიის განყოფილება და ასწავლიდა ასპირანტურაში.[2] ამ სასწავლებელში ინალჯიქი გარდაცვალებამდე ასწავლიდა.[10] 1993 წელს მან ბილქენთის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შესწირა თავისი წიგნების, გაზეთებისა და ჟურნალების კოლექცია.[11] იგი იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და პრეზიდენტი, მათ შორის სერბეთის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიისა და თურქული კვლევების ინსტიტუტის წევრი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • თურქსოის (თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია) საპატიო მედალი.[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #129257818 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Öz Geçmişi / CV. Halil İnalcık's website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 25 July 2016
  3. Prof. Dr. Melek Delibaşı'nın İnalcık hakkındaki bir yazısı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-11. ციტირების თარიღი: 2021-03-26.
  4. Halil Inalcık. Eurasia Academy. ციტირების თარიღი: 2016-07-28
  5. The Encyclopædia Britannica, Vol.7, Edited by Hugh Chisholm, (1911), 3; "Constantinople, the capital of the Turkish Empire...".
  6. Britannica, Istanbul დაარქივებული 2007-12-18 საიტზე Wayback Machine. :When the Republic of Turkey was founded in 1923, the capital was moved to Ankara, and Constantinople was officially renamed Istanbul in 1930.
  7. (2006) Türk tarihçiliğinde dört sima: Halil İnalcık, Halil Sahillioğlu, Mehmet Genç, İlber Ortaylı. Istanbul Metropolitan Municipality, გვ. 9. 
  8. „İnalcık, Halil“. Büyük Larousse. 11. Milliyet. p. 5669.
  9. Bayazoğlu, Ümit. Tarihi düzelten adam. T24 (19 November 2015). ციტირების თარიღი: 25 July 2016
  10. Tarihçi Halil İnalcık Hayatını Kaybetti. ციტირების თარიღი: 2016-07-28
  11. Bilkent University Library, HALİL İNALCIK COLLECTION დაარქივებული 4 March 2010 საიტზე Wayback Machine.
  12. Turksoy, HONOUR MEDAL OF TURKSOY AWARDED TO PROF. DR. HALIL INALCIK დაარქივებული 18 September 2012 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links, 16 February 2012
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰალილ_ინალჯიქი“-დან