ჯოზეფ ნიდემი
ჯოზეფ ნიდემი (ინგლ. Noel Joseph Terence Montgomery Needham ნოელ ჯოზეფ ტერენს მონტგომერი ნიდემი, ჩინ..李约瑟, ფინინი Lǐ Yuēsè; 9 დეკემბერი, 1900 - 24 მარტი 1995) - ზოგადი პროფილის ბრიტანელი მეცნიერი: ბიოქიმიკოსი და ემბრიოლოგი, სინოლოგი, რომელიც ცნობილია ჩინეთის ტრადიციული ცივილიზაციისა და მისი მეცნიერების შესწავლით.
ჯოზეფ ნიდემი | |
---|---|
ინგლ. Noel Joseph Terence Montgomery Needham | |
დაბ. თარიღი | 9 დეკემბერი, 1900[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | ლონდონი |
გარდ. თარიღი | 24 მარტი, 1995[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (94 წლის) |
გარდ. ადგილი | კემბრიჯი[9] |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო[10] |
საქმიანობა | ისტორიკოსი, ბიოქიმიკოსი, მწერალი და ფილოსოფოსი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ოუნდლის სკოლა, გონვილი და კაიუსის კოლეჯი და კემბრიჯის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Mikuláš Teich |
მეუღლე | Dorothy M. Needham და Lu Gwei-djen |
ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, John Desmond Bernal Prize, George Sarton Medal, Dexter Award, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, honorary doctor of the University of Hong Kong, honorary doctor of the Chinese Academy of Social Sciences[11] , ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Fukuoka Asian Culture Prize და Prix Stanislas Julien |
ლონდონის სამეფო საზოგადოების (1941) [12] და ბრიტანეთის აკადემიის (1971) [13] წევრი. მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის პროფესორი, იუნესკოს საპატიო მრჩეველი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის, დანიის სამეფო აკადემიის უცხოელი წევრი და ა.შ.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ლონდონში შოტლანდიურ ოჯახში: მამა ექიმი იყო, დედა მუსიკის მასწავლებელი, რომელიც წერის დიდი მოყვარული იყო. დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, სადაც 1921 წელს მიიღო ბაკალავრის დიპლომი.1925 წლის იანვარში მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში - დოქტორის წოდება. 1924 წლიდან იგი მუშაობდა სერ ფრედერიკ ჰოპკინსის (1861-1947) ლაბორატორიაში კემბრიჯში, სპეციალიზირდებოდა ემბრიოლოგიასა და მორფოგენეზში .
1936 წელს უნივერსიტეტში ნიდემს ჩააბარეს სამი ჩინელი მეცნიერი: ლუ გუიჟენი (魯桂珍, 1904-1991), ვანგ ინგლაი (王 應 睞) და ჩენ შიჯანგი (沈 詩 章). მუშაობის დროს, მათთან ურთიერთობისას,ნიდემი დაინტერესდა ჩინური კულტურით, ჩინეთში ცნობილი ფარმაკოლოგის ქალიშვილი ლუ გუიჟენი ასწავლიდა მას ჩინურ სალიტერატურო ენას ვენიანს.
1942 წელს ნიდემი სამეფო საზოგადოებამ გაგზავნა ჩინეთის მაშინდელ დედაქალაქ ჩუნცინში, სადაც იგი ხელმძღვანელობდა ჩინეთ-ბრიტანეთის სამეცნიერო თანამშრომლობის ოფისს. ჩინეთის მხრიდან ამ ორგანიზაციას წარმოადგენდა ისტორიკოსი ვანგ ლინი (王玲), რომელმაც გააძლიერა ნიდემის ინტერესი ძველი ჩინეთის სამეცნიერო მიღწევების მიმართ.
1945 წელს გამოიცა ნიდემის პირველი ნაშრომი ამ თემაზე: ჩინური მეცნიერება (ინგ. Chinese Science). ამ დროს, იგი თანამშრომლობს ჩინეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებთან, კერძოდ, მხატვართან და ხელოვნებათმცოდნესთან უ ზოჟენემთან (吴 作人, 1908-1997), რომელთან ერთადაც ესტუმრა დუნჰუანს.
1946 წელს ნიდემი გახდა იუნესკოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელი, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების ორგანიზაციის წესდებაში შეტანას. 1948 წელს იგი დაბრუნდა კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1954 წელს დაიწყო მონოგრაფიების სერიის Science and Civilisation in China (зდასრულდა1990) წელს პგამოცემა. ირველი ორი ტომი ვანგ ლინგის თანაავტორობით გაამოიშვა 1966 წლამდე ასწავლიდა ბიოქიმიას უნივერსიტეტში.
ნიდემი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალურ საქმიანობაში: 1952-1953 წლებში იყო გაეროს ინსპექტორი ჩრდილოეთ კორეაში (კორეის ომის მიმდინარეობის დროს), მოგვიანებით მხარი დაუჭირა ჩინეთის მთავრობას ბიოლოგიური იარაღის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, გამოხატავდა თანაგრძნობა სოციალიზმის მიმართ.
1965 წელს, მან დიპლომატ დ. ბრაიანთან (1910-2003) ერთად დააარსა Society for Anglo-Chinese Understanding, რომელიც ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს. იყო დიდი ბრიტანეთის ერთადერთი არხი ჩინეთის შესახებ სანდო ინფორმაციის მიღებისთვის და ეხმარებოდა ბრიტანეთის მოქალაქეებს ქვეყანაში სტუმრობში.
1966 წელს დაინიშნა Gonville and Caius College-ის პრეზიდენტად (1976 წლამდე). 1976 წლიდან - მეცნიერების ისტორიის ბიბლიოთეკის დირექტორი.
1982 წლიდან ნიდემი დაავადდა პარკინსონის დაავადებით, რომლისგანაც იგი გარდაიცვალა 94 წლის ასაკში.
თეორიული შეხედულებები
რედაქტირებაჩინეთის მეცნიერების შესწავლის ფუძემდებელი. ის გამოდიოდა თეზისიდან მეცნიერების უნივერსალურობისა და მისი უწყვეტი პროგრესის შესახებ. 1945 წელს გამოშვებული წიგნი ძველ ჩინურ მეცნიერებას ახასიათებს, როგორც "პროტომეცნიერებას". მოგვიანებით მან განიხილა ჩინური მეცნიერების დონე მე-17 საუკუნემდე როგორც ევროპულზე განვითარებული.
მან ჩინეთის სამეცნიერო დისციპლინები დაყო "ორთოდოქსალურ" (ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, აღიარებული ხელისუფლების მიერ) და "არაორთოდოქსული" (დაოსური ალქიმია). მისი აზრით, მედიცინამ შუალედურ პოზიციაზეა.
ნიდემი კათოლიკე იყო, მაგრამ ამავე დროს ისტორიული მატერიალიზმის მიმდევარი.[14] მეცნიერების ისტორიის შესწავლისას ნიდემმა მისი განვითარება პირდაპირ დამოკიდებულებაში დააყენა სოციალურ-ეკონომიკურ პირობებთან.
"ნიდემის პრობლემა"
რედაქტირება"ნიდემის პრობლემის" ქვეშ განიხილება მიზეზები, კაპიტალიზმის განვითარების პერიოდში სამეცნიერო კუთხით ჩინეთის ევროპასთან შედარებით ჩამორჩენისა. ნიდემის თანახმად, დასავლეთში სამეცნიერო რევოლუცია წარმოიშვა ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე გადასვლის დროს.[15] 1970-იან წლებში ნათან სივინის გავლენით, ნიდემმა გარკვეულწილად გადახედა თავის წინა მოსაზრებებს და ჩინეთის მეცნიერება აღიარა, როგორც სპეციალური თეორიული სისტემა. მან გამოავლინა, რომ ჩინური ფილოსოფიური და სამეცნიერო აზროვნების საფუძველია ორგანიზმური ნატურალიზმი, რომელიც დაფუძნებულია მსოფლიოში არსებული ყველა ფენომენის ურთიერთდაკავშირებაზე. მეთოდოლოგიის პროდუქტიულ წყაროდ მეცნიერებაში ის დაოსიზმს მიიჩნევდა.
1950-იან წლებში დასავლელმა მეცნიერებმა გააკრიტიკეს ნიდემი იმის გამო, რომ ის ჩინური ტექნოლოგიური მიღწევების გაზვიადებით იყო დაკავებული.[16] 1970-იან წლებში. ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეიის რეჟიმებისადმი ღია თანაგრძნობის გამო , ნიდემი აშშ-ს მთავრობამ შეიყვანა " შავ სიაში " (პირები, რომელთა ყოფნა აშშ-ს ტერიტორიაზე არასასურველია).
აღიარება
რედაქტირება- 1961 წელს - ჯორჯ სარტონის მედალი მეცნიერების ისტორიის საზოგადოებისგან
- 1984 - J.D. Bernal Award, Society for Social Studies of Science- ის მიერ მინიჭებული
- 1990- ფუკუოკის აზიური კულტურის პრემია
1985 წელს გაიხსნა ნიდემის სახელობის კვლევითი ინსტიტუტი (Needham Research Institute) კემბრიჯში. იგი დაფუძნებულია რობინზონის კოლეჯში, ფოკუსირებულია შორეული აღმოსავლეთის მეცნიერებაზე, ტექნოლოგიასა და მედიცინის კვლევებზე.
გამორჩეული ნაშრომები
რედაქტირება- Science, Religion and Reality (1925)
- Chemical Embryology (1931)
- The Great Amphibium; four lectures on the position of religion in a world dominated by science(1931)
- A History of Embryology (1934, 1959)
- Perspectives in Biochemistry; thirty-one essays presented to Sir Frederick Gowland Hopkins by past and present members of his laboratory (1937)
- History Is On Our Side (1947)
- Science Outpost; papers of the Sino-British science co-operation office (British council scientific office in China) 1942—1946 (1948)
- Science and Civilisation in China (1954). In 14 volumes 1954—1990.
- Science and Civilization in China, by Joseph Needham, with the research assistance [and collaboration] of Wang Ling (1954-59) 2 Volumes
- A History of Embryology (1959)
- The Grand Titration: science and society in East and West (1969)
- Within the Four Seas: the dialogue of east and west (1969)
- Clerks and Craftsmen in China and the West: lectures and addresses on the history of science and technology (1970)
- Chinese Science; explorations of an ancient tradition (1973)
- Moulds of Understanding: a pattern of natural philosophy (1976)
- The Shorter Science and Civilisation in China, volume 1: an abridgement of Joseph Needham’s original text (1978)
- The Shorter Science and Civilisation in China, volume 2: an abridgement of Joseph Needham’s original text (1978)
- The Shorter Science and Civilisation in China, volume 3: an abridgement of Joseph Needham’s original text (1978)
- Science in Traditional China (1982)
- Science in Traditional China : a comparative perspective (1982)
- The Genius of China (1986)
- Heavenly Clockwork : the great astronomical clocks of medieval China (1986)
- The Hall of Heavenly Records : Korean astronomical instruments and clocks, 1380—1780(1986)
ლიტერატურა
რედაქტირება- Blue, G. (1998). Joseph Needham, heterodox Marxism and the social background to Chinese science. // Science and Society 62: 195—217.
- Goldsmith M. J. Needham: 20th century renaissance man. P., 1995
- The life and works of J. Needham / Ed. S. K. Mukherjee, A. Ghosh. Calcutta, 1997;
- Winchester, Simon. The Man Who Loved China: The Fantastic Story of the Eccentric Scientist Who Unlocked the Mysteries of the Middle Kingdom. Harper, 2008. ISBN 978-0-06-088459-8
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Munk's Roll
- ↑ 7.0 7.1 Needham, (Noel) Joseph // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T061568
- ↑ 8.0 8.1 AlKindi
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118942026 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2018.
- ↑ http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html — 中华人民共和国教育部.
- ↑ Needham; Joseph (1900 - 1995). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-29. ციტირების თარიღი: 2020-10-02.
- ↑ Dr Joseph Needham(ინგლისური)
- ↑ Blue, Gregory (1998). "Joseph Needham, Heterodox Marxism and the Social Background to Chinese Science". Science & Society. 62 (2): 195–217. ISSN 0036-8237. JSTOR 40403699.
- ↑ Balazs, Etienne (1968). "La bureaucratie céleste: recherches sur l'économie et la société de la Chine traditionnelle". Presentation de Paul Demieville.
- ↑ Grosswiler, Paul (2004). "Dispelling the Alphabet Effect" დაარქივებული 2020-09-20 საიტზე Wayback Machine. . Canadian Journal of Communication. 29 (2). doi:10.22230/cjc.2004v29n2a1432. Retrieved 22 January 2011.