დუნჰუანგი (ჩინ. ტრად. 敦煌 - „გულიანი, ცქრიალა“) — ოაზისი და ურბანული საგრაფო ჩინეთის ჟიგუანის პროვინციის განსუს პროვინციაში.

ქალაქი
დუნჰუანგი
ჩინ. ტრად. 敦煌
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
დაქვემდებარება ჟიგუანი
პროვინცია განსუ
შიდა დაყოფა Qili, Shazhou Town, Suzhou Town, Mogao, Zhuanqukou Town, Yangguan Town, Yueyaquan, Guojiabu Town, Huangqu Town და Q13925482?
კოორდინატები 40°08′28″ ჩ. გ. 94°39′50″ ა. გ. / 40.14111° ჩ. გ. 94.66389° ა. გ. / 40.14111; 94.66389
ამჟამინდელი სტატუსი 1725
ფართობი 26 718,15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1142 ± 1
მოსახლეობა 185,231 (2020) კაცი (2020)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 937
საფოსტო ინდექსი 736200
საავტომობილო კოდი 甘F
ოფიციალური საიტი dunhuang.gov.cn
300
300

ძველ დროში დუნჰუანგი მნიშვნელოვანი კვანძური პუნქტი იყო დიდი აბრეშუმის გზაზე, სადაც გზები მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღმოსავლეთ და დასავლეთ მსოფლიოს შორის. ის ჩინეთის კარიბჭე იყო, რომელიც აკავშირებდა ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს ჩინეთთან.

ამჟამად ქალაქის რაიონის ხელისუფლება მდებარეობს სოფელ შაჟოუში.

ქალაქის რაიონი დაყოფილია 9 სოფელად.

დუნჰუანგი ცნობილია წითელი ფინიკისა და ნესვის კულტურებით[1]. ქალაქის მიდამოებში აშენდა რამდენიმე დიდი მზის ელექტროსადგური[2].

ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე აღმართულია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - ადრეული ბუდისტური გამოქვაბულის მონასტერი ციანფოდუნი. მე-20 საუკუნის დასაწყისში იქ მდებარე მოგაოს გამოქვაბულებში აღმოაჩინეს ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს 406-995 წლების ხელნაწერებს. მისმა აღმოჩენამ ქალაქს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

თანამედროვე ქალაქი დუნჰუანგი 1725 წელს დაარსდა, თუმცა ის ნაწილობრივ მდებარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ძველი დუნჰუანგი იყო განთავსებული. ორივე ქალაქი უდაბნოებით გარშემორტყმულ ოაზისში მდებარეობს, რომელიც ისტორიაში დიდი მნიშვნელობით გამოირჩეოდა. ოაზისი იყო სავაჭრო გზების მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და სავაჭრო ქარავნების დასასვენებელი ადგილი, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები და ხალხები გაერთიანდნენ.

ძველი დუნჰუანგის ისტორია ბუდისტურ გამოქვაბულებთანაა შერწყმულია, განსაკუთრებით ციანფოდონგის მონასტერთან, სადაც ფრესკები და სკულპტურებია აღმოჩენილია. ისინი ბუდისტური ხელოვნების უნიკალურ მაგალითებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ დუნჰუანგი გახდა ცნობილი როგორც ბუდისტური ცენტრი, მისი დასახლება მრავალი საუკუნით ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ ჩინეთში ბუდიზმის გავრცელებამდე.

თავდაპირველად დუნჰუანგი ჩინეთის სამხედრო ფორპოსტი იყო, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობდა. ამ რეგიონთან ჩინეთს სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობები ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებთან საუკუნეების განმავლობაში. სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ურთიერთსასარგებლო ვაჭრობას.

ძვ.წ. 174 წელს დუნჰუანგის ტერიტორია ხუნუმ დაიპყრო, სანამ ხანის ჩინეთი არ დაინტერესდა ამ რეგიონით. 139 წელს ძვ.წ. ჩინეთის იმპერატორმა ვუ დიმ ჟანგ ციანის ხელმძღვანელობით, დასავლეთში მისია გაგზავნა, რათა დასავლეთის ხალხებთან სამხედრო და დიპლომატიური კავშირები დაემყარებინა.

ჟანგ ციანი, რომელმაც 10 წელი სიონგნუს ტყვეობაში გაატარა, ჩინეთში ძვ.წ. 126 წელს დაბრუნდა. ჩამოიტანა ინფორმაცია ბაქტრიის, სპარსეთის და ფერღანის შესახებ. ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია იყო უსაფრთხო სავაჭრო გზები ამ რეგიონებისკენ, ამიტომ 121 წელს ე. სიონგნუს ტომების განდევნის შემდეგ დაიწყო თავდაცვითი ფორპოსტის აშენება, რომელიც გარშემორტყმული იყო დამცავი კედლებით.

ამ ფორპოსტს დიდი ალბათობით დაერქვა დუნჰუანგი, რაც „ცქრიალას“ ნიშნავს – ამ სახელწოდების შთანთქმული იყო ღამის დროს საგუშაგო კოშკის განათება, რომელიც ქარავნებს შორიდან აჩვენებდა გზას.

220 წელს ჩინეთში ხანის იმპერია დაეცა, რის შედეგადაც ქვეყანაში სხვადასხვა მცირე დამოუკიდებელი სამთავროები ჩამოყალიბდა. 336 წელს დუნხუანი გახდა ადრეული ლიანგის სახელმწიფოს ნაწილი, ხოლო დუნჰუანგის ოლქი შაჟოუს პროვინციად იქცა.

400 წელს დუნჰუანგი დასავლეთ ლიანგის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა.

535 წელს დუნჰუანგი დასავლეთ ვეის სახელმწიფოს მიეკუთვნება, ხოლო მისი მმართველობის ხანმოკლე პერიოდში მთის მონასტერში ბუდისტური ლიტურგიისა და მედიტაციისთვის კიდევ 12 გამოქვაბული ამოჭრეს. 557 წლიდან 581 წლამდე დუნჰუანგი ჩრდილოეთ ჟოუს სახელმწიფოს ნაწილი გახდა, რომლის მმართველებმა ჯერ ააშენეს და დაამშვენეს გამოქვაბულები, თუმცა მოგვიანებით ბუდისტთა დევნა გამოაცხადეს  და დუნჰუანგის ორი მონასტერი გაანადგურეს.

618 წელს ჩინეთში დამყარდა ტანგის იმპერიის მმართველობა, რომლის მეფობის დროს ჩინურმა კულტურამ და ხელოვნებამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. დუნჰუანგი ტანგის იმპერიის ნაწილი 619 წელს გახდა და ამ სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში ასზე მეტი ბუდისტური გამოქვაბული შეიქმნა. 642 წელს ტანგის პირველიგამოქვაბულის აშენება დასრულდა. ეს გაქმოავაბული ცუის ოჯახის მითითებით აშენდა. VIII საუკუნისთვის დუნჰუანგი აყვავებული ბუდისტური ცენტრი გახდა.

907 წელს ტანგის იმპერია დაეცა და ჩრდილოეთ ჩინეთი ხიტან ლიაოს იმპერიის წარმომადგენლებმა სწრაფად დაიპყრო, მაგრამ ამ ცვლილებების შესახებ ამბებმა დუნჰუანგამდე რამდენიმე წლის განმავლობაში არ მიაღწია. მხოლოდ 910 წელს, ადგილობრივმა მმართველმა ჩჟან ჰუაფენგმა შეიტყო მომხდარის შესახებ და თავისი ადგილობრივი სამთავროს შექმნა დააჩქარა, რომელიც მოიცავდა დუნჰუანგსა და მიმდებარე ტერიტორიას. 920 წელს ცაო იცზინი სამთავროს მმართველი გახდა, რომლის ოჯახი ავტონომიურად მართავდა დუნჰუანგს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. ცაოს კლანის მეფობის დროს 26 ახალი გამოქვაბული აშენდა და სამასამდე აღდგა, ხოლო კლანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კაო იუანჟონგმა 966 წელს გამოქვაბულში უზარმაზარი ბუდას ქანდაკება აღადგინა.

1006 წელს ისლამურმა არმიებმა, რომლებიც აღმოსავლეთით მიიწევდნენ ხოტანი დაამარცხეს. ეს იყო ბუდისტური სახელმწიფო, რომელიც გახლდათ დუნჰუანგის სამთავროს მოკავშირე. მუსლიმური საფრთხის გამო 1010 წელს ბევრი ხელნაწერი დამალეს და დალუქეს ერთ-ერთ გამოქვაბულში.

1038 წელს დასავლეთ სიას სახელმწიფო ტანგუტი გამოჩნდა, რომელიც ტიბეტის მსგავსად ტანტრიკულ ბუდიზმს იზიარებდა. 1072 წელს დაამყარა კონტროლი დუნჰუანგზე. ეს ტერიტორია მანამდე უიღურების სამეფოს ნაწილი იყო და გამოქვაბულების მშენებლობა განაგრძო, რომლებიც უკვე ტანტრული სულისკვეთებით იყო შექმნილი. დასავლეთ სიას მმართველობა გაგრძელდა მანამ, სანამ მონღოლები არ მომაგრდნენ. 1227 წელს მათ დაამარცხეს დასავლეთ სიას ძალები. ამის შემდეგ აიღეს და გაანადგურეს დუნჰუანგი.

1279 წელს ჩინეთში მონღოლური იუანის იმპერია დაარსდა. ყუბილაი ხანმა, რომელმაც მიიღო ტიბეტური ბუდიზმი და ესმოდა ვაჭრობის მნიშვნელოვანი როლი, აღადგინა დუნჰუანგი. ამის მიუხედავად, ქალაქი ვერ აღდგა; იგი სულ უფრო და უფრო კარგავდა თავის მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვან პუნქტს დასავლეთის ქვეყნებთან ვაჭრობაში, ვინაიდან მონღოლებს ჰქონდათ საკუთარი ტრანსაზიური გზა ევროპაში - ციმბირის სამხრეთით. როგორც კი მინგის ჩინეთი დასუსტდა, დუნჰუანგი კვლავ ტიბეტის ხელში ჩავარდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ქალაქი, შეიძლება ითქვას, რომ სულს ღაფავდა.

1644 წელს ჩინეთში დაარსდა ახალი იმპერია - ცინი, რომელმაც თავისი ძალაუფლება დუნხუანის რეგიონამდე გაავრცელა. 1725 წელს კვლავ შეიქმნა შაჟოუს გვარდია, რომელმაც ააგო თავისი შენობები ძველი ქალაქის ნანგრევებიდან აღმოსავლეთით. 1760 წელს შაჟოუს მცველი გადაკეთდა დუნჰუანგის ოლქად.

დუნჰუანგის შემდგომი ისტორია ძირითადად დაკავშირებულია მისი მდიდარი ლიტერატურული და მხატვრული მემკვიდრეობის შესწავლასთან.

1949 წელს ჯიუკუანის სპეციალური რეგიონი შეიქმნა და დუნჰუანგის ოლქი გახდა მისი ნაწილი.1988 წელს დუნჰუანგის ოლქი გადაკეთდა საქალაქო ოლქად.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება