ჯეფრი იუჯინიდისი (დ. 8 მარტი, 1960) — ამერიკელი მწერალი. ცნობილია მოთხრობებით, ესეებითა და სამი რომანით: თვითმკვლელი ქალწულები (1993), მიდლსექსი (2002) და The Marriage Plot (2011).

ჯეფრი იუჯინიდისი
დაბადების თარიღი 8 მარტი, 1960(1960-03-08)[1] [2] [3] [4] [5] (64 წლის)
დაბადების ადგილი დეტროიტი[1]
საქმიანობა მწერალი[6] , რომანისტი[6] , უნივერსიტეტის პროფესორი და სამეცნიერო მუშაკი[6]
მოქალაქეობა  აშშ
ალმა-მატერი ბრაუნის უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და ლიჯეტის საუნივერსიტეტო სკოლა
ჟანრი სასიყვარულო რომანი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[7] , მადამ ფიგაროს გრან-პრი საუკეთესო უცხოური რომანისთვის[8] , პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის[9] , ბერლინის პრემია[10] და Q130553019?

რომანისთვის მიდლსექსი იუჯინიდისმა 2003 წელს მიიღო მხატვრულ ლიტერატურაში პულიცერის პრემია, აგრეთვე წიგნი წარდგენილი იყო დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიასა და მედიჩის პრემიაზე.

თვითმკვლელი ქალწულების მიხედვით სოფია კოპოლამ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იუჯინიდისი მიჩიგანის ქალაქ დეტროიტში ბერძნული წარმოშობის მამისა და ინგლისურ-ირლანდიური წარმოშობის დედის ოჯახში დაიბადა. იგი სამ ვაჟს შორის ყველაზე უმცროსი იყო.[11] მან საშუალო განათლება ქალაქ გროს-პოინტის ლიჯეტის კერძო საუნივერსიტეტო სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ბრაუნის უნივერსიტეტში განაგრძნო. 1982 წელს უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იუჯინიდისმა ერთი წლის მანძილზე დასვენება გადაწყვიტა, რა დროსაც იგი ევროპაში მოგზაურობდა და ინდოეთის ქალაქ კალკუტაში დედა ტერეზას დაარსებულ მოწყალების სახლში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა. 1986 წელს იუჯინიდისმა სტენფორდის უნივერსიტეტი ინგლისურ ლიტერატურასა და შემოქმედებით წერაში მაგისტრის ხარისხით დაასრულა.[12]

იუჯინიდისს მწერლობის სურვილი ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა.

მწერლობა ძალიან ადრე, საშუალო სკოლის პირველ წელს გადავწყვიტე. იმ წელს სკოლაში წავიკითხეთ „ხელოვანის პორტრეტი ახალგზარდობისას“, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, რისი მიზეზებიც ახლა საკმაოდ სახალისოდ მეჩვენება. მე ნახევრად ირლანდიელი და ნახევრად ბერძენი ვარ და სწორედ ამიტომ საკუთარი თავი სტივენ დედალოსთან გავაიგივე. ჩემს მსგავსად, ისიც წიგნების მოყვარული იყო და ძველბერძნული სახელი ჰქონდა... მახსოვს, ვფიქრობდი, რომ მწერლობა საუკეთესო რამ იყო, რაც შეეძლო ადამიანს გაეკეთებინა. მეჩვენებოდა, რომ ეს საქმიანობა ცხოვრებაში მაქსიმალურ სიფხიზლეს მპირდებოდა. მწერლობას საკრალურად, თითქმის რელიგიურად აღვიქვამდი.[13]

თავის ადრეულ ლიტერატურულ გავლენებად იუჯინიდისმა დაასახელა:

დიდი მოდერნისტები: ჯოისი, პრუსტი, ფოლკნერი. ამის შემდეგ მუზილი და ვულფი აღმოვაჩინე, ხოლო მალევე მე და ჩემმა მეგობრება პინჩონისა და ჯონ ბარტის წიგნების კითხვა დავიწყეთ. ჩემი თაობა პირიქით გაიზარდა, რადგან პოსტმოდერნისტულ და მოდერნისტულ ლიტერატურას მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურამდე გავეცანით.[13]

იუჯინიდისი თავისი შემოქმდების გავლენად მშობლოურ ქალაქს, დეტროიტს და თავის საშუალო სკოლის გამოცდილებას ასახელებს.

1986 წელს იუჯინიდისმა კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან სტიპენდია მიიღო. ავტორი რამდენიმე წელი სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიუ-იორკში, ბრუკლინში, გადავიდა, სადაც ამერიკელი პოეტების აკადემიაში მდივნად მუშაობდა. ნიუ-იორკში მან არაერთი მწერალი გაიცნო, მათ შორის ჯონათან ფრენზენი.[14]

1999-2004 წლებში იუჯინიდისი გერმანიაში, ბერლინში, ცხოვრობდა, სადაც იგი ერთწლიანი სამწერლო გაცვლითი პროგრამის გრანტის მოპოვების შემდეგ გადავიდა.[15][16] 2007 წლიდან იუჯინიდისი ცხოვრობდა ნიუ-ჯერსის ქალაქ პრინსტონში, სადაც პრინსტონისი უნივერსიტეტის შემოქმედებითი წერის ფაკულტეტზე ასწავლიდა.[17][18]

2018 წელს იუჯინიდისი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში შემოქმედებითი წერლის პროფესორი გახდა.[19]

სამწერლო მოღვაწეობა

რედაქტირება

მიდლსექსი

რედაქტირება

„მიდლსექსი“ იუჯინიდისის მეორე რომანია, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა, 2003 წელს კი მიენიჭაპულიცერის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში. აგრეთვე წარდგენილი იყო წიგნის კრიტიკოსთა ეროვნული წრის, მედიჩისა და დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიებზე. რომანი კალიოპე, იგივე კალ სტეფანიდისის ცხოვრებისა და თვითშემეცნების გზაზე მოგვითხრობს, რომელიც გოგოდ აღიზარდა, თუმცა გენეტიკურად ბიჭია. ნაწარმოები იკვლევს ინტერსექსუალური ადამიანის გამოცდილებას აშშ-ში. მასში ასევე ასახულია ბერძენ ემიგრანტთა გამოცდილება აშშ-ში და ქალაქ დეტროიტის აღმავლობა და დაცემა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ნაშრომები

რედაქტირება

რომანები

რედაქტირება

მოთხრობების კრებულები

რედაქტირება
  • ახალი სარჩელი New York : Farrar, Straus and Giroux, 2017. ISBN 9780374717384, OCLC 1004663495. შეიცავს ათ მოთხრობას:
    • „მოსარჩელეები“ (2017)
    • „საჰაერო შეტყობინება“ (1996)
    • „ბასტერი“ (The New Yorker, 1996)
    • "ადრეული მუსიკა" (The New Yorker, 2005)
    • „Timeshare“
    • „იპოვე ცუდი ბიჭი“ (The New Yorker, 2013)
    • „ორაკულის ვულვა“ (1999)
    • „ცვალებადი ბაღები“ (The Gettysburg Review, 1988)
    • „დიდი ექსპერიმენტი“ (The New Yorker, 2008)
    • „ახალი მოსარჩელე“ (2017)

მოთხრობები

რედაქტირება

მოთხრობები, რომლებიც კრებულში არაა შესული.

  • „სპერმის სიჩქარე“. Granta (54 (Best of Young American Novelists)). Summer 1996. (გამოწერა სავალდებულოა)
  • „ჩემი ბებია-ბაბუის გენეტიკური ისტორია“ (The New Yorker, 1997)
  • „სმირნის ხანძარი“ (The New Yorker, 1998)
  • „ანტიკური მითები“ (The Spatial Uncanny, James Casebere, Sean Kelly Gallery, 2001)
  • „ამოუცნობი ობიექტი“ (The New Yorker, 2002)
  • „ექსტრემალური მარტოობა“ (The New Yorker, 2010)
  • „მძინარე ბატონი“ (The New Yorker, 2011)
  • „ბრინჯაო“ (The New Yorker, 2018)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ინტერვიუები
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #123706017 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  4. Babelio — 2007.
  5. Munzinger Personen
  6. 6.0 6.1 6.2 Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  7. Guggenheim Fellows database
  8. https://www.lefigaro.fr/livres/2013/02/08/03005-20130208ARTFIG00664-litterature-le-meilleur-des-romans-etrangers.php
  9. https://www.pulitzer.org/winners/jeffrey-eugenides
  10. https://www.americanacademy.de/person/jeffrey-eugenides/
  11. Jeffrey Eugenides – Harper Collins Author Profile. HarperCollins UK. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 10 October 2014
  12. Jeffrey Eugenides reads this evening at CEMEX Auditorium en (2013-02-25). ციტირების თარიღი: 2022-04-26
  13. 13.0 13.1 James Gibbons (Winter 2011). „Jeffrey Eugenides, The Art of Fiction No. 215“. The Paris Review. Winter 2011 (199).
  14. Hughes, Evan. (2011-10-09) Is 'The Marriage Plot' by Jeffrey Eugenides Based in Reality? – New York Magazine. Nymag.com. ციტირების თარიღი: 2015-03-01
  15. [1] დაარქივებული February 6, 2009, საიტზე Wayback Machine.
  16. Goldstein, Bill (2003-01-01). „A Novelist Goes Far Afield but Winds Up Back Home Again“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-04-26.
  17. Brown, Mick (2008-01-05). „Jeffrey Eugenides: Enduring love“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-01. ციტირების თარიღი: 2010-04-02.
  18. Ratcliffe, Michael J.. (2007-09-19) Prize-winning author joins Princeton faculty en. ციტირების თარიღი: 2022-04-26
  19. Jeffrey Eugenides joins the NYU Creative Writing Program faculty. ციტირების თარიღი: 2022-04-26
  20. Jeffrey Eugenides - Artist.
  21. Jeffrey Eugenides erhält WELT-Literaturpreis de. Buch Markt (October 14, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 8, 2016. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2020.