მიდლსექსი (რომანი)
მიდლსექსი (ინგლ. Middlesex) — ამერიკელი ავტორის, ჯეფრი იუჯინიდისის რომანი, გამოქვეყნდა 2002 წელს. 2003 წელს მიენიჭა პულიცერის პრემია მხატვრულ ლიტერატურაში. რომანის პერსონაჟები და მოვლენები ნაწილობრივ იუჯინიდისის ცხოვრებასა და მისი ბერძნული იდენტობის კვლევაზეა დაფუძნებული. ავტორმა წიგნის დაწერა ერკიულინ ბარბინის მემუარის წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა, რომელშიც იგი ინტერსექსუალი ადამიანის ანატომიასა და შინაგად მდგომარეობას გაეცნო.[1]
ნაწარმოები შეგვიძლია საყმაწვილო რომანისა და ოჯახური საგის ჟანრებს მივაკუთვნოთ. ის მოგვითხრობს ამერიკელ ბერძენთა ერთი ოჯახის სამი თაობის წარმომადგენლების გენეტიკურ ისტორიაზე, რომელიც რომანის პროტაგონისტის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მეცნიერთა მიხედვით, წიგნის მთავარი თემებია დაპირისპირება ბიოლოგიურ ფაქტორებსა და გარემოპირობებს შორის და განსხვავებული გამოცდილება იმისა, თუ როგორ აყალიბებს საზოგადოება ქალებისა და მამაკაცების გენდერულ სურათებს. ასევე რომანში ვხვდებით ამერიკული ოცნებისადმი სწრაფვისა და გენდურული იდენტობის კვლევას. წიგნში არაერთი ალუზიაა ბერძნულ მითოლოგიაზე, მათ შორის ისეთ არსებებზე, როგორებიც არიან მინოტავრი და ქიმერა.
რომანის მთხრობელი და პროტაგონისტია ბერძნული წარმოშობის კალ სტეფანიდისი, ინტერსექსუალი, რომელიც გოგოდ აღიზარდა, მაგრამ გენეტიკურად ბიჭია. წიგნის პირველი ნახევარი მოგვითხრობს კალის ოჯახზე, კერძოდ 1922 წელს მისი ბებია-ბაბუის ანატოლიის ქალაქ ბურსადან აშშ-ში ემიგრირებაზე. ამას მოსდევს ამერიკულ საზოგადოებასთან მათი ასიმილაცია დეტროიტში, იმჟამად მზარდ ინსუტრიულ ქალაქში. რომანის ბოლო ნაწილი, რომელშიც მოქმედება მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ვითარდება, მოგვითხრობს დეტროიტში კალის გამოცდილებასა და მის სან-ფრანცისკოში გაქცევაზე, სადაც იგი საბოლოოდ ახერხებს, თავისი გენდერული იდენტობის მიღებას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თემურ ზოიძე. ორ სქესს შორის.
- Middlesex Oprah's Book Club-ში
- Middlesex პულიცერის პრემია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Goldstein, Bill (2003-01-01). „A Novelist Goes Far Afield but Winds Up Back Home Again“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-21. ციტირების თარიღი: 2010-02-01.