თვითმკვლელი ქალწულები

„თვითმკვლელი ქალწულები“ (ინგლ. The Virgin Suicides) — ამერიკელი ავტორის, ჯეფრი იუჯინიდისის სადებიუტო რომანი, გამოქვეყნდა 1993 წელს. ნაწარმოები, რომელშიც მოქმედება 1970-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში მიმდინარეობს, ლისბონების ოჯახის ხუთი დის შესახებ მოგვითხრობს. რომანი ანონიმი თინეიჯერი ბიჭების პერსპექტივიდანაა მოთხრობილი, რომლებიც ცდილობენ გოგონების სიკვდილს ახსნა მოუძებნონ.

თვითმკვლელი ქალწულები
ავტორი ჯეფრი იუჯინიდისი
გამოცემულია 1993
ქართულად თარგმნა თამარ ლომიძე
გვერდი 292

წიგნის პირველი თავი 1990 წელს ჟურნალში The Paris Review გამოქვეყნდა.[1] 1999 წელს რომანის მიხედვით რეჟისორმა სოფია კოპოლამ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარ როლს კირსტენ დანსტი ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. The Paris Review დაარქივებული 2009-10-13 საიტზე Wayback Machine. , The Paris Review.