ხვამლი

მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღ

ხვამლი, იგივე ხომლიკირქვული მასივი საქართველოში, ლეჩხუმში, რეგიონის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2002 მ. ორმაგი კუესტაა. აგებულია ცარცული კირქვებით. სამხრეთისკენ აჩენს 300 მ. სიმაღლის ქარაფს, სადაც მდებარეობს ხვამლის ისტორიული ქვაბ-სახიზარი. ორივე კუესტის ჩრდილოეთი დაფერდება დაცხრილულია მრავალი კარსტული ძაბრით. მღვიმეებიდან აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა. ხვამლი შემოსილია შერეული ტყით.

ხვამლი
ხვამლის მასივი, ხედი ქუთაისიდან ჯაბა ლაბაძის ფოტო
ხვამლის მასივი, ხედი ქუთაისიდან
ჯაბა ლაბაძის ფოტო
კოორდინატები: 42°30′03″ ჩ. გ. 42°42′48″ ა. გ. / 42.50083° ჩ. გ. 42.71333° ა. გ. / 42.50083; 42.71333
ტერიტორიული ერთეული ცაგერის მუნიციპალიტეტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2002 
ქედი ლეჩხუმის ქედი
ამგებელი ქანები კირქვა
ხვამლი — საქართველო
ხვამლი
ხვამლი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ხვამლი
სურათები ვიკისაწყობში

ხვამლის შესახებ ჟამთააღმწერელი და „ქართლის ცხოვრება”, ვახუშტი ბატონიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან:

ვიკიციტატა
„რიონის დასავლეთით, მთის ძირს არის ხომლის კლდე ფრიად მაღალი, მოიგო ამან სახელი ესე სიმაღლით, ხომლის ვარსკვლავის სწორებით, ამ კლდეში არის ქვაბი გამოკვეთილი, მტერთაგან შეუვალი, მეფეთა საგანძურთ სადები; „გორდიდან ვიდრე კავკასისამდე არს ხეობა ლეჩხუმისა, არამედ მოიგო სახელი ესე სახელი ესე გარემოსთა მთათაგან, კუერსავით მდებარისა, ხოლო ლეჩხუმი ეწოდა ეწოდა ხომლის მთის გამო ჴესე არს ლეჩხომი.; ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადააარჩინოს.“

საინტერესოა დავით ულუსა და ნარინის დროის მემატიანის ცნობა:

ვიკიციტატა
„ამისათვის განიყვნენ მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, არამედ ხომლის ქუაბსა შინა რაიცა იყო, მცირედნი განყვეს და უფროსი ქვაბსავე დაუტევეს, ხოლო ჯაჭვი იგი სახელდებული, სალმასური და თვალი იგი პატივცემული გრდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლის სწორი არავის-სადა უხილავს. ესეც სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა.“

ხვამლი როგორც ანტიკურ-მითოლოგიური ადგილი

რედაქტირება
 
ხედი ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიიდან

ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი, იგივე ხომლი, მიიჩნევა ბერძნული მითური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. ხვამლი არის მთა, რომელზედაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა.

ხომლის მთა აგრეთვე ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში „შეუპოვარი კერაბანი”:

 
„ამ მთებში, რომლებიც კვეთენ ჰორიზონტს თანამედროვე ქუთაისთან, იაფეტისა და კლიმენას შვილი პრომეთე, რომელმაც მოიტაცა ცეცხლი, იუპიტერის (ზევსის) ბრძანებით მიჯაჭვული იქნა ხომლის მწვერვალზე და მას ყორანი უკორტის გულ-ღვიძლს.“

2020 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 474.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 385-386.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26504