ბოგის მღვიმე — კარსტული მღვიმე ხვამლის კირქულ მასივში, ცაგერის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1710 მ. გამომიშავებულია ქვედა ცარცულ კირქვებში. მღვიმეში ჩასასვლელი იხსნება კარსტული ძაბრის ფსკერზე და საფეხურად ეშვება სიღრმეში. ნაპრალების გადაკვეთის ადგილებში გვხვდება დარბაზები. მღვიმის გამოკვლეული ნაწილის ჯამური სიღრმე 50 მ. აღწევს. მღვიმეში არის თოვლ-ფირნისა და ყინულების წარმონაქმნები. ვარაუდობენ, რომ ბოგაში ჩაჟონილი წყლები კვებავს ვერძისთავის ვოკლუზს.

ლიტერატურა რედაქტირება