წითელყელა ღორიხვა
წითელყელა ღორიხვა,[1][2] წითელგულა ღორიხვა[3] (ლათ. Gavia stellata) — ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა. დიდი ზომის წყალმცურავი ფრინველია;[4] მისი სხეულის სიგრძეა 53–69 სმ, ფრთების შლილი 106–116 სმ,[2] მასა 1170–1900 გრამი.[5] ყველაზე პატარა ღორიხვაა, ერთადერთია, რომელსაც ასაფრენად გამოქანება არ სჭირდება.[6] აქვს ოდნავ აღუნული ნისკარტი, მობუდარს აქვს მოყავისფრო-წითელი ყელი,[2] მურა რუხი ზურგი ღია წინწკლებით, რუხი თავი,[4] არამობუდარს — დაწინწკლული, მკრთალი მონაცრისფრო ზურგი.[2] გადამფრენი ფრინველია, მრავლდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არქტიკულ ოლქებში (ჩ. გ. 50°-ის ზევით), იშვიათად ტაიგაში,[6] იზამთრებს ჩრდილოეთ ამერიკის წყნარი და ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე (სამხრეთით ფლორიდამდე და კალიფორნიამდე), პორტუგალიის სანაპიროზე, ხმელთაშუა, კასპიის, აზოვისა და შავ ზღვებზე,[6] წყნარი ოკეანის აზიურ სანაპიროზე (სამხრეთით სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე);[7] საქართველოში იშვიათია,[4] გვხვდება ზამთარში და გადაფრენისას. ბინადრობს ტბებზე (გაბარდული ნაპირებით), დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებსა და ზღვებზე.[2] ხმა — ძლიერი მკვნესარე „უააან-უააან“, რომელიც ხარხარის მსგავსად ბოლოვდება; ფრენის დროს — დაბალი „გაგ-გაგა“.[4] ბუდე, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე წელს გამოიყენება, მდებარეობს ნაპირზე ან თავთხელში. აშენებს ორივე მშობელი და წარმოადგენს მცენარეულობის გროვას ან ბორცვის თავზე არსებულ ორმოს. დედალი დებს 2, ზოგჯერ 1, იშვიათად 3 ზეთისხილისფერ კვერცხს მოშავო-ყავისფერი წინწკლებით. კრუხობს ორივე მშობელი 24-29 დღის განმავლობაში. შთამომავლობა გამოჩეკიდან ერთ დღეში ბუდეს ტოვებს და წყალში შედის. მშობლები მათ კვებავენ და, ზოგჯერ, ზურგით დაატარებენ. დაახლოებით 7 კვირაში ფრენას სწავლობენ. წითელყელა ღორიხვა წელიწადში ერთხელ ბუდობს.[8] იკვებება თევზით და კიბოსნაირებით, იშვიათად წყალმცენარეებით.[6]
წითელყელა ღორიხვა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gavia stellata (Pontoppidan, 1763) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22697829 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გამრავლების რაიონები გამოზამთრების რაიონები | |||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
არამობუდარი
-
მოზარდი
-
კვერცხები
-
კრუხობა, ფინეთი
ლიტერატურა
რედაქტირება- კუტუბიძე მ., საქართველოს ფრინველების სარკვევი, თბ., 1985, გვ. 32-34
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 26, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 16, 161, 229.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
- ↑ Red-throated Diver (Gavia stellata). BirdID's Bird Guide. BirdID. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 29. 432 с.
- ↑ BirdLife International (2012). „Gavia stellata“. IUCN Red List of Threatened Species. 2012. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - ↑ Red-throated Loon (Gavia stellata). Guide to North American Birds. National Audubon Society. audubon.org. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020.