ღორიხვა (ლათ. Gavia) — ფრინველთა გვარი ღორიხვასებრთა ოჯახისა. აერთიანებს ხუთ სახეობას: წითელყელა ღორიხვა (ლათ. Gavia stellata), შავყელა ღორიხვა (ლათ. Gavia arctica), პოლარული ღორიხვა (ლათ. Gavia immer), თეთრყელა ღორიხვა (ლათ. Gavia pacifica) და თეთრნისკარტა ღორიხვა (ლათ. Gavia adamsii). ზომებით ბატისა და იხვის ტოლაა; მათი სხეულის სიგრძეა 53–91 სმ, ფრთის შლილი 106–152 სმ, ხოლო მასა 1–6,4 კგ. მათთვის დამახასიათებელია ფეხების ძალზე უკან განლაგება, თითქმის კუდთან. ზურგი შავი-მურა აქვთ, მუცელი — თეთრი, ხოლო თავი — მომწვანო, გააჩნია თეთრი კოპლებიც. გავრცელებულნი არიან ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ტუნდრისა და ტყის ზონებში. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება წითელყელა და შავყელა ღორიხვა. დებენ 1, 2 ან 3 კვერცხს. ინკუბაცია 24-29 დღე-ღამე გრძელდება. იკვებებიან ძირითადად თევზით, აგრეთვე მოლუსკებით, ჭიაყელებით, კიბოსნაირებითა და მწერებით. ცოცხლობენ 20 წელზე მეტს. იყენებენ მათ ბუმბულს.

ღორიხვა

თეთრნისკარტა ღორიხვა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gavia (Forster, 1788)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.
  • Гагары // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Козлова Е. В., Гагарообразные, трубконосые, в кн.: Фауна СССР, т. 1, в. 3, М. — Л., 1947.
  • Степанян Л. С. Конспект орнитологической фауны России и сопредельныхтерриторий М.: Академкнига, 2003, 808 с.