შავყელა ღორიხვა
შავყელა ღორიხვა,[1][2] შავგულა ღორიხვა[3] (ლათ. Gavia arctica) — ფრინველი ღორიხვასნაირთა რიგისა. დიდი ზომის წყალმცურავი ფრინველია;[4] მისი სხეულის სიგრძეა 58–73 სმ, ფრთების შლილი 113–130 სმ,[2] მასა 1316–3400 გრამი.[5] ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ევრაზიის ტუნდრიდან ტყესტეპამდე ზონაში,[6] აღნიშნულია ალასკის უკიდურეს დასავლეთ ნაწილშიც;[7] იზამთრებს სამხრეთით, ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ (მ. შ. შავ და კასპიის ზღვებზე)[6] და წყნარი ოკეანის დასავლეთ სანაპიროებზე.[8] საქართველოში იშვიათია,[4] გვხვდება ზამთარში და გადაფრენისას.[1][2] მიწაზე სიარული არ შეუძლია, მხოლოდ დაბობღავს;[4] წყლის ზედაპირიდან ასაფრენად გრძელ მანძილზე გამოქანება სჭირდება.[6] აქვს სწორი მუქი ნისკარტი, არამობუდარის მუქი ზურგი, მობუდარს — თეთრლაქებიანი (გარდიგარდმოზოლებიანი) შავი ზურგი,[2] თავი და კისერი რუხია, ყელი — შავი, ქვემოდან შემოვლებული თეთრი ზოლით, კისრის ქვემო და ჩიჩახვის ზემო ნაწილი შავია, ტანის ქვედა მხარე თეთრი.[4] ბინადრობს ტბებზე, დიდ მდორე მდინარეებზე, დელტებზე და ზღვაზე.[2] ხმა — ძლიერი კივილი, რომელიც მოაგონებს კვნესას ან ხარხარს, და დაბალი „გაგა“.[4] დებს 1–3 (ჩვეულებრივ 2) ზეთისხილისფერ-ყავისფერ კვერცხს შავი წინწკლებით. კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 28–30 დღე გრძელდება. ბარტყების გამოკვებაზეც ორივე ზრუნავს. 60–65 დღეში ფრენას იწყებენ.[7] იკვებება თევზებით, კიბოსნაირებითა და წყალმცენარეებით.[6] ცნობილია ორი ქვესახეობა (ადრე სამი): ევროპული შავგულა ღორიხვა[9] (Gavia arctica arctica; Linnaeus, 1758) და აღმოსავლეთციმბირული შავგულა ღორიხვა[9] (Gavia arctica viridigularis; Dwight, 1918).[10]
შავყელა ღორიხვა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
შეფერილობა გამრავლების პერიოდში | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Gavia arctica (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22697834 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გამრავლების რაიონები გამოზამთრების რაიონები | |||||||||||||||
|
გალერეა
რედაქტირება-
კრუხობა
-
ზამთარში, ავსტრია
-
კვერცხები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 26, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 17, 161, 184.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии. — Тб.: «Сабчота Сакартвело», 1987.
- ↑ Black Kite (Milvus migrans). BirdID's Bird Guide. BirdID. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 29. 432 с.
- ↑ 7.0 7.1 Arctic Loon (Gavia arctica). Guide to North American Birds. National Audubon Society. audubon.org. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020.
- ↑ BirdLife International (2012). „Gavia arctica“. IUCN Red List of Threatened Species. 2012. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) - ↑ 9.0 9.1 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 161.
- ↑ Jobling, James A.. Key to Scientific Names in Ornithology. Handbook of the Birds of the World Alive. Lynx Edicions. ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2020.