ცხრამუხა
ცხრამუხა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: თაგვეთი, რბონა). ნასოფლარი დამჩხრეულა. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ხაშურიდან 3 კმ. სოფელში დგას კოშკი და წმინდა ნინოს ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
ცხრამუხა | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცხრამუხა |
კოორდინატები | 41°58′34″ ჩ. გ. 43°34′52″ ა. გ. / 41.97611° ჩ. გ. 43.58111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 720 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1728[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,7 % სომხები 1,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 5706 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1728 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1911[2] | 416 | ||
2002[3] | 1824 | 887 | 937 |
2014[1] | 1728 | 830 | 898 |
ისტორია
რედაქტირებაცხრამუხა ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება. როსტომ და დავით აბაშიძეების მიერ მამულის ნასყიდობის 1751 წლის სიგელში მოიხსენიება ცხრამუხა (ცხორომუხა), როგორც გაყიდული ჭალის მამულის საზღვარი. ცხრამუხა ქართლის სააბაშიოში შედიოდა და ქვიშხეთელი აბაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. შემდეგ იგი ამილახორების ხელშია. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც ცხრამუხაა მოხსენიებული, 1771 წლის 17 იანვრით თარიღდება. ეს დოკუმენტი არის განჩინება რევაზ ამილახორსა და ნიკოლოზ აბაშიძეს შორის მამულის საქმეზე. ერეკლე II-ის იმავე წლის 20 იანვრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ცხრამუხა ამილახორს დარჩა.
ცხრამუხაც არაერთხელ გამხდარა ლეკთა თავდასხმის ობიექტი. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგაც გრძელდებოდა მათი თავდასხმები. აბაშიძეების ერთ-ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1808 წელს
1865 წელს აქ ცხოვრობს 46 კომლი გლეხი. აქედან სახელმწიფოა 15, ხოლო დროებით ვალდებული 31 კომლი. 1886 წელს ცხრამუხაში უკვე 91 კომლია (284 კაცი და 253 ქალი, სულ 537 კაცი). მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მთლიანად ქართულია.
ცხრამუხაში სახლობენ გვარები: ბარბაქაძე, ბერიძე, ბირკაძე, გელაშვილი, გოგალაძე, გოგალაშვილი, გოგნიაშვილი, ელბაქიძე, თიგიშვილი, კაპანაძე, კოჟორიძე, კურტანიძე, ლაცაბიძე, ლომიძე, მინაძე, მიქელაძე, ოქრუაშვილი, რაზმაძე, ქართველიშვილი, ღონღაძე, ჩადუნელი, ჩაჩანიძე, ცერცვაძე, ციცქიშვილი...
სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია მუხასთან. სოფელში გვიჩვენებენ ადგილს, კერძოდ, დღევანდელ სასაფლაოსთან, წმ. ნინოს ეკლესიის ირგვლივ, სადაც ცხრა მუხა მდგარა და აქედან შეერქვა სოფელს სახელწოდება - ცხრამუხაო. სახელწოდება ცხრამუხა სიტყვათშეერთებით არის მიღებული. აქ მსაზღვრელი რიცხვითი სახელია, ხოლო საზღვრული, არსებითი სახელი. ამ რიგის არაერთი ტოპონიმია დაფიქისრებული ხაშურის მუნიციპალიტეტში (ორმუხები - უბანი, ორჯამიანა - წყარო და ა.შ.).[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 258.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ ცხრამუხა/ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-20. ციტირების თარიღი: 2013-07-19.