ცხრამუხის წმინდა ნინოს ეკლესია

ცხრამუხის წმინდა ნინოს ეკლესიაეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში. ეკლესია დგას სოფლის ცენტრში, აგებულია XIX საუკუნის მეორე ნახევარში.

ეკლესია დარბაზულია (12,6 X 7,8 ), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვან სარკმლის ორივე მხარეს ნიშია. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია. დარბაზი გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით, რომლის საბჯენი თაღები გრძივი კედლების პილასტრებს ეყრდნობა. დასავლეთით ხის პატრონიკეა ხისავე კიბით. ეკლესია გარედან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია სამრეკლო, რომლის პირველი სართული თაღებით გახსნილი და დაბალი გუმბათით გადახურული ოთხსვეტიანი კარიბჭეა. გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით. დასავლეთით მრგვალი სარკმელია. იატაკში გაჭრილი ხვრელი ამ სართულს მის ქვეშ მოთავსებულ ოთხკუთხა სათავსთან (სამალავი) აკავშირებს. მესამე სართული ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი, გუმბათიანი პატარა ფანჩატურია, რომელიც დაშენებულია ქვედა სართულის ორფერდა სახურავზე. მისი თაღები მარტივი პროფილისაა და აგურის თაროსებრ კაპიტელებს ეყრდნობა.მეორე სართულის ქვედა ნაწილში დეკორატიული ფრონტონი შევსებულია აგურის წყობაში გამოყვანილი ჯვრით.

ეკლესია გაიხსნა 2000 წელს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6834