ცხრამუხის კოშკი
ცხრამუხის კოშკი — კოშკი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში. დგას სოფელის ცენტრში. აგებულია XVIII საუკუნეში.
კოშკი გეგმით ცილინდრულია (დიამეტრი 7,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. შემორჩენილია ოთხი სართული. შესასვლელი ჩრდილოეთით და სამხრეთითაა. ყველა სართულს აქვს სათოფური.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 454.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6658