როსტომ აბაშიძე
როსტომ ომერის ძე აბაშიძე (დ. 23 თებერვალი, 1935, ბათუმი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1962).[1][2] საპატიო ნიშნის ორდენისა (1966) და ღირსების ორდენის კავალერი.[1]
პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | როსტომ ომერის ძე აბაშიძე | ||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | ||||||||||||||
დაბ. თარიღი | 23 თებერვალი, 1935 | ||||||||||||||
დაბ. ადგილი | ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||||||||||||||
სიმაღლე | 188 სმ | ||||||||||||||
წონა | 97 კგ | ||||||||||||||
სპორტი | |||||||||||||||
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო | ||||||||||||||
სპორტი | ჭიდაობა | ||||||||||||||
სახეობა | ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ||||||||||||||
კლუბი | „ბურევესტნიკი“ (თბილისი) | ||||||||||||||
მწვრთნელი |
აკაკი მიმინოშვილი გიორგი როსტიაშვილი პეტრე იორდანიშვილი | ||||||||||||||
ჯილდოები |
| ||||||||||||||
|
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1935 წლის 23 თებერვალს ბათუმში. ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა კარგი სპორტული მონაცემებით ცურვასა და ფეხბურთში, თუმცა 1950 წლიდან მწვრთნელების აკაკი მიმინოშვილისა და გიორგი როსტიაშვილის ხელმძღვანელობით კლასიკურ ჭიდაობაში დაიწყო ვარჯიში. მოგვიანებით პეტრე იორდანიშვილის ხელმღვანელობით განაგრძო ოსტატობის ამაღლება.[3][4]
მსოფლიოს სამგზის (1958, 1962, 1963),[5][2] საბჭოთა კავშირის სამგზის (1957, 1960, 1962)[2] და ახალგაზრდობის მესამე საერთაშორისო მეგობრულ სპორტულ თამაშობათა (1957) ჩემპიონი.[5] საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). ივან პოდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული (1964), XVIII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, V ადგილი).[6]
საერთაშორისო სარბიელზე ჩატარებული 90 ორთაბრძოლიდან არც ერთი არ წაუგია — მხოლოდ ხუთი შეხვედრა დაასრულა ფრედ.[3]
წარჩინებით დაამთავრა ჯერ სამშენებლო ფაკულტეტი, (1959) შემდეგ კი საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.
ოლიმპიადის შემდეგ სპორტული კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო სამუშაოზე გადაერთო. იყო საქართველოს სსრ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.
წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. იყო ქარხნის დირექტორი, ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების მთავარ სამმართველოს. ოთხი წელიწადი აჭარის ჭიდაობის ფედერაციას ხელმძღვანელობდა. აქაურმა ფალავნებმა სწორედ მის დროს მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებას.[3]
2001 წელს ჭიდაობის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის მიერ დასახელდა მსოფლიოს ყველა დროის 5 საუკეთესო ფალავანს შორის.[4] დაჯილდოებულია ჭიდაობის მსოფლიო საერთაშორისო ფედერაციის ოქროს ორდენითა და საპატიო დიპლომით.[7]
2015 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[1][7]
2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფალავანთა კლუბთან როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა (ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავთან ერთად).[1][7]
მიღწევები
რედაქტირება- მსოფლიოს ჩემპიონი
- 1958 (87 კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი)[8][9]
- 1962 (97 კგ; ტოლიდო, აშშ)[10]
- 1963 (97 კგ; ჰელსინგბორგი, შვედეთი)[11][12]
- საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი
- 1956 (87 კგ; მოსკოვი)
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
- 1957 (87 კგ; ლენინგრადი)[13]
- 1960 (97 კგ; თბილისი)
- 1962 (97 კგ; კაუნასი)[14]
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 21.
- გუგუშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 24.
- Всё о спорте: Справочник Т. 1, 2-е издание / Сост. А. А. Добров. — М.: Физкультура и спорт, 1978.
- Спортивный ежегодник 1951-1959 / Сост. Г. М. Михайлова — М.: Физкультура и спорт, 1961.
- Классическая и вольная борьба. Справочник / Сост. Н. И. Мягченков — М.: Физкультура и спорт, 1984.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 163–171. 268 გვ.
პერიოდიკა
რედაქტირება- ჯაფარიძე, ზ., როსტომ აბაშიძე // „ლელო“, 15 დეკემბერი, 1957, № 149 (1163), გვ. 3.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- როსტომ აბაშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- როსტომ აბაშიძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- როსტომ აბაშიძე — ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
- როსტომ აბაშიძე — ქართული სპორტი
- როსტომ აბაშიძე დაარქივებული 2021-10-21 საიტზე Wayback Machine. — საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია
- როსტომ აბაშიძე — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
- როსტომ აბაშიძე — მემატიანე
- როსტომ აბაშიძე — Sports-Reference.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 როსტომ აბაშიძე. sport.gov.ge. ქართული სპორტი. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022
- ↑ 2.0 2.1 2.2 Ростом Абашидзе — заслуженный мастер спорта (1962).. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-25. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022
- ↑ 3.0 3.1 3.2 დანელია, ვაჟა (10 ოქტომბერი, 2020). „როსტომ აბაშიძე — რეკორდსმენი ფალავანი“. lelo.ge. „ლელო“. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 4.0 4.1 Еремян, Арсен (დეკემბერი, 2013). „Вот пришёл великан“ (PDF). russianclub.ge. "Русский клуб", № 12, გვ. 20–23. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 ჩიქვანაია, თამაზ (15 ოქტომბერი, 2015). „საავადმყოფოში მიღებული ოქროს მედალი“. sputnik-georgia.com. Sputnik საქართველო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-26. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, 10-24 ოქტომბერი. ტოკიო, იაპონია.. geonoc.org.ge. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022
- ↑ 7.0 7.1 7.2 მოდრეკილი, ნინი (20 თებერვალი, 2015). „ჭიდაობის ფედერაციის წინ როსტომ აბაშიძისა და ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა“. Reportiori.ge. რეპორტიორი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-26. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ფინალურ შეხვედრაში უნგრელი გეორგ გურიჩი (უნგრ. Gurics György) სამი ქულით დაამარცხა.
- ↑ Международная спортивная жизнь: Чемпионат мира по классической борьбе. Будапешт (Венгрия). 24—27 июля. // Ежегодник Большой Советской Энциклопедии. — М.: Советская энциклопедия, 1959. — С. 627.
- ↑ ფინალურ შეხვედრაში რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თურქი ფალავანი ისმეთ ათლი (თურქ. İsmet Atlı) დაამარცხა.
- ↑ ფინალურ შეხვედრაში რუმინელი ფალავანი ნიკოლაე მარტინესკუ (რუმ. Nicolae Martinescu) 5–2 დაამარცხა.
- ↑ ფინალური შეხვედრა რუმინელ მოჭიდავესთან ნიკოლაი მარტინესკუსთან მსოფლიო ჩემპიონატზე ჰელსინგბორგში. dspace.nplg.gov.ge. მარცხნივ — გამარჯვებული ფალავანი როსტომ აბაშიძე, მარჯვნივ — ნიკოლაი მარტინესკუ. ფოტომატიანე „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022
- ↑ 26-Чемпионат СССР по греко-римской борьбе. Sport Club Lachi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-14. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022
- ↑ 31-Чемпионат СССР по греко-римской борьбе. Sport Club Lachi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-14. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2022