ჰელსინგბორგი (შვედ. Helsingborg) — ქალაქი სამხრეთ შვედეთში, მდებარეობს სკონეს ლენში. ფართობი 39,7 კმ², მოსახლეობა 126,754 კაცი (2009). ნავსადგური ერესუნის სრუტეში. სარკინიგზო და საავტომობილო ბორნით უკავშირდება დანიას (ჰელსინგერი).

ქალაქი
ჰელსინგბორგი
შვედ. Helsingborg
Helsingborg-300px.jpg
გერბი
Coat of arms of Helsingborg, Sweden.svg

ქვეყანა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 56°03′00″ ჩ. გ. 12°43′00″ ა. გ. / 56.05000° ჩ. გ. 12.71667° ა. გ. / 56.05000; 12.71667
დაარსდა 1085
ფართობი 38,41 კმ²
მოსახლეობა 97 122 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 2 529 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 042
საფოსტო ინდექსი 25X XX
ოფიციალური საიტი helsingborg.se
ჰელსინგბორგი — შვედეთი
ჰელსინგბორგი

მოსახლეობის დიდი ნაწილი დაკავებულია გემთმშენებლობაში, რეზინ-ქიმიურ, საფეიქრო, კერამიკულ და კვების მრეწველობაში, განვითარებულია ფერადი მეტალურგია.

გეოგრაფიარედაქტირება

ჰელსინგბორგი ორესუნის სრუტეში მდებარე პორტია და დანიის საპორტო ქალაქ ჰელსინგერის პირდაპირ მდებარეობს. ჰელსინგბორგი დანიის სანაპიროებიდანაც ჩანს. ჰელსინგერს ორესუნის ხიდით უკავშირდება. ქალაქზე გადის ევროპული ავტოტრასა E4.

ჰელსინგბორგი ამავე სახლწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია.

ჰავარედაქტირება

ჰელსინგბორგში ჰავა ზომიერია. წელიწადში საშუალოდ 500-600 მმ ნალექი მოდის. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -0,1 °C, ივლისისა - 16.8 °C.

ქრონოლოგიარედაქტირება

  • 1085 — ქალაქის პირველი ხსენება (21 მაისი)
  • 1300 — ჩერნანის კოშკი აიგო
  • 1400 — წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია აშენდა
  • 1641 — იაკობ ჰანსენის სახლი ააშენეს, დღეისათვის უძველესი საცხოვრებელი სახლია.
  • 1707 — რამლესის მინერალური წყაროები აღმოაჩინეს
  • 1710 — ჰელსინგბორგის ბრძოლაში შვედებმა დანიელები დაამარცხეს
  • 1810 — ქალაქში ჟან-ბატისტ ბერნადოტმა გადმოსხა ჯარი — მომავალში შვედეთის მეფე კარლ XIV-ემ
  • 1891 — ჰენრი დუნკერმა დააარსა რეზინის ფაბრიკა
  • 1892 — ჰელსინგბორგსა და ჰელსინგერს შორის პირველი ორთქლმავალი ბორანი წყებს კურსირებას
  • 1897 — გაიხსნა რატუშა
  • 1903 — ქალაქში ტრაიმავიმ დაიწყო სიარული (1967 ელამდე)
  • 1921 — გაიხსნა ქვეყანაში პირველი ჰელსინგბორგის საქალაქო თეატრი
  • 2002 — გაიხსნა ჰენრი დუნკერის კულტურული ცენტრი

მოსახლეობარედაქტირება

XIX საუკუნემდე ჰელსინგბორგი პატარა დაბა იყო 1000 კაციანი მოსახლეობით. მაგრამ XIX მეორე ნახევარში ინდუსტრიალიზაციის წყალობით მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო. უკვე 1900 წლისთვის აქ 25 000 კაცი ცხოვრობდა. თუმცა მომდევნო ათწლეულებში ასეთი სწრაფი ზრდა აღარ დაფიქსირებულა. დღეს ჰელსინგბორგი შვედეთის მერვე ქალაქია მოსახლეობის ნელი მატებით.

ეროვნული შემადგენლობარედაქტირება

ქალაქის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური შვედია. უცხოელები (ანუ ისინი, ვინც შვედეთის ფარგლებს გარეთ დაიბადა, ან ვისი მშობლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ არიან დაბადებულნი) საერთო რაოდენობის 23,2% შეადგენენ. უცხოელთა შორის ბევრია დანიელი, სერბი, არაბი და ბოსნიელი ემიგრანტი. ქალაქში აგრეთვე ცხოვრობენ პოლონელები, ირანელები, ვიეტნამელები და სხვ. ჰელსინგბორგში სულ 160 ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს.

ღირსშესანიშნაობანირედაქტირება

ჰელსინგბორგის ისტორიული ნაწილი უამრავი ძველი სახლისგან შედგება სრუტის ნაპირებზე. განსაკუთრებულ ინტერესს რატუშა, ჩერნანის კოშკი (შვედ. Kärnan), წმინდა მარიამის სახელობის აგურიანი გოთიკის სტილის ეკლესია, ფრედრიქსდალის ღია მუზეუმი და ჰენრი დუნკერის კულტურილი ცენტრი იწვევს.

ცნობილი ადამიანებირედაქტირება

გალერეარედაქტირება

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება