შტაინჰარდტის ბუნების ისტორიის მუზეუმი
შტაინჰარდტის ბუნების ისტორიის მუზეუმი (ებრ. מוזיאון הטבע ע"ש שטיינהרדט, არაბ. متحف الطبيعة على اسم شتاينهارت) — ისრაელის ბიომრავალფეროვნების კვლევის ეროვნული ცენტრი თელ-ავივის უნივერსიტეტში. ის არის ბუნების ისტორიის მუზეუმი თელ-ავივში, ისრაელი, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ასევე კვლევით ცენტრს. ეს არის ისრაელში დოკუმენტაციისა და მეცნიერების უდიდესი და ყველაზე აქტიური ცენტრი, რომელიც ფოკუსირებულია ბიომრავალფეროვნების კვლევასა და სხვადასხვა სახის პროგრამებზე; მათ შორის: გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობაზე.[1][2][3]
შტაინჰარდტის ბუნების ისტორიის მუზეუმი | |
---|---|
32.113701°00′00″ ჩ. გ. 34.807448°00′00″ ა. გ. / 32.11370° ჩ. გ. 34.80745° ა. გ. | |
დაარსდა | 2018 |
ქვეყანა | ისრაელი |
მდებარეობა | თელ-ავივის უნივერსიტეტი |
ექსპონატი | 5.5 მილიონი ნივთი |
კლასიფიკაცია | ბუნების ისტორიის მუზეუმი |
დირექტორი | ალონ საპანი |
ოფიციალური საიტი | smnh.tau.ac.il/en/ |
მუზეუმი შექმნილია მილიონობით ნიმუშის აღმოჩენის, კოლექციების შექმნისა და მოვლისათვის, ასევე ათასობით წლის განმავლობაში ისრაელში და ახლო აღმოსავლეთში ფლორისა და ფაუნის დოკუმენტირებისათვის, კაცობრიობის გარემოზე ურთიერთქმედების შესასწავლად. მუზეუმი ასევე აკავშირებს საზოგადოებასა და მეცნიერებას.[2][3]
მუზეუმის მთლიანი კოლექცი მოიცავს 5.5 მილიონ ნივთს, რომლებიც თელ-ავივის უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებების მიერაა შეგროვებული.[1][4][2][5]დაწესებულება საზოგადოებისათვის 2018 წლის ივლისში გაიხსნა.
არქიტექტურა
რედაქტირებამუზეუმის დიზაინი ეკუთვნის კიმელ ეშკოლოტის არქიტექტურულ კომპანიას. დაწესებულების საერთო ფართობია 9 620 კვადრატული მეტრი და ხუთ სართულზეა გადანაწილებული. შენობას ხშირდ მოიხსენიება, როგორც „საგანძურის ყუთი“ და „ნოეს კიდობანი“.[6]
კოლექციიდან ათასობით ელემენტი, რომელიც ძირითადად კვლევებისათვის გამოიყენება, მუზეუმშია გამოფენილი. საგამოფენო სივრცე მოიცავს 1700 კვადრატულ მეტრს,[4][3] სადაც მოწყობილია ცხრა თემატური გამოფენა: ფრინველთა მიმოფრენა, ისრაელის ეკოსისტემების მრავალფეროვნება, ფეხსახსრიანები, სიცოცხლე სიბნელეში, ადამიანის გავლენა გარემოზე, (ცხოველების) ფორმა, სტრუქტურ და ფუნქციები, ცხოველების ურთიერთქმედება ერთმანეთზე, კოლექციების საგანძური.[2][3]
მუდმივი გამოფენები
რედაქტირებამუდმივ გამოფენებს შორისაა:
ფრინველთა მიმოფრენა — მუზეუმის შესასვლელის ჭერზე განთავსებული კოლექცია, რომელიც იმ ფრინველების ნიმუშებს წარმოადგენს, რომლებიც ისრაელის თავზე ფრინდებიან ფრინველთა მიმოფრენის პერიოდში. კოლექციაში წარმოდგენილია: წყლის ფრინველების, წეროსებრი ფრინველების, ვარხვებისა და ჩვეულებრივი ყაპყაპის ნიმუშები.
ისრაელის ლანდშაფტი — ისრაელში არსებული ბუნებრივი ბუნებრივი ჰაბიტატების ანდა აქ გავრცელებული ფაუნის დიორამები, რომელთა შორისაა: უდაბნოები, ქვიშა და დიუნები, ტყეები, მტკნარი წყლები და მთა ჰერმონის ალპური კლიმატი, ასევე მთის ცხოველები.
ფეხსახსრიანები — ეს განყოფილება მუზეუმის შესასვლელში მდებარეობს, სადაც დამატებით მოწყობილია ცოცხალი ფეხსახსრიანების ტერარიუმები, ასევე ამ არსებების ფიტულები.
სიცოცხლე სიბნელეში — წარმოდგენილია ისეტი არსებები, რომლებიც მზის სინათლის გარეშე არსებობენ.
ურბანული ბუნება — ის გარეული ცხოველები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ.
ადამიანის გავლენა გარემოზე —ინტერაქციული გამოფენა, სადაც ძირითადად გამოფენილია გარემოზე ადამიანის ნეგატიური გავლენის ნიმუშები (გარემოს დაბინძურება, ჰაბიტატების განადგურება, ინვაზიური სახეობები, თევზაობა და ა.შ.).
სიცოცხლის ქსელი — ურთიერთქმედება ცხოველებსა და ეკოსისტემებს შორის — გამფენა, რომელიც მოიცავს აკაციის ხეების ეკოსისტემის დიორამას, ასევე სხვადასხვა ცხოველებისა და მცენარეების ეკოსისტემებს შორის არსებულ კავშირებს.
ფორმა და ფუქცია — გამოფენა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ არის ცხოველის სხეული მათ ფუნქციებთან ადაპტირებული. ამ განყოფილებაში მოცემულია ცხოველების ჩონჩხები და ფიტულები. მათ შორისაა: ველოცირაპტორი (რეპლიკა), ალდაბრას გიგანტური კუ, ნეგევის გაზელი, მაჩვზღარბა, სპილოს თავის ქალა, გარეული იხვი, მფრინავი მელა და სხვანი.
ვეშაპი — ჩვეულებრივი მცირე ზოლიანი ვეშაპის მთლიანი ჩონჩხი.
კვლევები და განათლება
რედაქტირებამუზეუმის იკვლევს რეგიონის ფაუნასა და ფლორას გასული საუკუნის განმავლობაში, ასევე კაცობრიობის განვითარებასა და ისტორიას. მუზეუმის კოლექცია ეროვნულ კვლევით ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელსაც ყოველწლიურად 500 -ზე მეტი მეცნიერი,[2] კურსდამთავრებული და პროფესიონალი იყენებს არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიდან.[3]
მუზეუმი ასევე აწყობს საგანმანათლებლო ღონისძიებებს. მათ შორისაა კამპუს-თევა (Campus-Teva), რომელიც თელ-ავივის უნივერსიტეტში ჩატარდა.[7][8][9]
ისრაელის ტაქსონომიის ინიციატივა
რედაქტირებაისრაელის ტაქსონომიის ინიციატივა (ITI)[10] არის პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია: ისრაელის უმაღლესი სასწავლებლების პროექტის, სამთავრობო სამინისტროებისა და უწყებების, ასევე სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების მიერ. ამ პროექტის ძირითადი საქმიანობა მიზნად ისახავს ტაქსონომიის სფეროს გამოცოცხლებასა და ისრაელის ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ინიციატივის საბოლოო მიზანია ხელი შეუწყოს ისრაელში ეკოსისტემების შესწავლას, კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებას.[10]
მდებარეობა
რედაქტირებამუზეუმის შენობა მდებარეობს თელ -ავივის უნივერსიტეტის კამპუსის აღმოსავლეთით, ებრაული დიასპორის მუზეუმის შესასვლელის გასწვრივ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ.[3]
წვლილი
რედაქტირებამუზეუმის დაარსებაში წვლილი შეიტანეს ისეთმა დაწესებულებებმა, როგორებიცაა: ზოოლოგიური მუზეუმი (ზოოლოგიის განყოფილება, სიცოცხლის მეცნიერებათა ფაკულტეტი), წყალმცენარეების, სოკოების და ლიქენების ეროვნული ჰერბარიუმი (მცენარეთა მოლეკულური ბიოლოგიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი, სიცოცხლის მეცნიერებების ფაკულტეტი), ეროვნული ანთროპოლოგიური კოლექციები (ანატომიის დეპარტამენტი, მედიცინის ფაკულტეტი), ასევე ბიოლოგიური არქეოლოგიის კოლექციები და ლაბორატორიები (არქეოლოგიის ინსტიტუტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი).[11][8]
ისრაელის მეცნიერებების აკადემია შტაინჰარდტის ბუნების ისტორიის მუზეუმის კოლექციებს ეროვნულ კოლექციებს,[12] კვლევებისა და განვითარების ეროვნული საბჭო — ეროვნულ კვლევით ინფრასტრუქტურას,[12] ხოლო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო მუზეუმის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში ცოდნის ცენტრს უწოდებს.[13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 (October 20, 2016). The 8,000-sq.m. building will be the largest center in Israel for biodiversity research, education and conservation. Globes.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Boissoneault, Lorraine (July 12, 2017). The Middle East Is a Treasure Trove of Natural Wonders. Now It Has a Museum to Show Them Off . Smithsonian
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Jacobson, Michael (March 24, 2017). The Steinhardt Museum of Natural History in Tel Aviv. Ynet.
- ↑ 4.0 4.1 Davis, Barry (October 23, 2016). Naturally Local. The Jerusalem Post.
- ↑ (August 22, 2016). Ark-shaped museum to show evolutionary crossroads in Israel. Reuters.
- ↑ Museum of natural history დაარქივებული 2021-05-18 საიტზე Wayback Machine. . Kimmel site.
- ↑ Progrmas დაარქივებული 2021-09-26 საიტზე Wayback Machine. , Nature Campus
- ↑ 8.0 8.1 About. Museum site.
- ↑ Expansion, The Steinhardt Museum of Natural History დაარქივებული 2017-09-23 საიტზე Wayback Machine. , Tel Aviv University site
- ↑ 10.0 10.1 The Israel Taxonomy Initiative დაარქივებული 2021-09-26 საიტზე Wayback Machine. , Museum site
- ↑ The Steinhardt Museum of Natural History, Israel National Center for Biodiversity Studies დაარქივებული 2020-10-24 საიტზე Wayback Machine. . Tel Aviv University site
- ↑ 12.0 12.1 National Collections of Natural History, Museum site
- ↑ Infrastructural Knowledge Center. Museum site