ჩვეულებრივი ყაპყაპი

ჩვეულებრივი ყაპყაპი ან უბრალოდ ყაპყაპი (ლათ. Coracias garrulus) — ფრინველი ყაპყაპისებრთა ოჯახისა. ბინადრობს მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს სხვადასხვა ქვეყნებში.

ჩვეულებრივი ყაპყაპი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Coracias garrulus Linnaeus, 1758
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22682860
გავრცელება

  ბუდობის არეალი

  მიგრაცია

გამრავლება რედაქტირება

ყაპყაპის ბუდე მეტად მარტივია, იგი საქონლის განავლით არის ხოლმე შელესილი. დებს 3-6 თეთრ კვერცხს, რომლებზეც კრუხად რიგრიგობით ორივე მშობელი ზის. ინკუბაცია 18-19 დღე-ღამე გრძელდება.

კვება რედაქტირება

ყაპყაპი იკვებება სხვადასხვა მწერით, განსაკუთრებით მსხვილი ხოჭოებითა და სწორფრთიანებით: კალიით, კუტკალიით და სხვ., აგრეთვე მცირე ზომის ხერხემლიანებითაცამფიბიებით, ხვლიკებით, ხან კი თაგვებით. ასეთი საკვების გამო ყაპყაპი სასარგებლო ფრინველად ითვლება.

ლიტერატურა რედაქტირება

გ. აბულაძე, ნ. ღამბარაშვილი, ვ. ბურჯანაძე, შ. ჩახანაშვილი, პ. ჟორდანია, ნ. ლომსაძე, ლ. გუნიავა, დ. ახრახაძე, გ. ზახაროვი, მონადირის ცნობარი, თბ., 1969. — 36 გვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება