ველოცირაპტორი
ველოცირაპტორი[1] (ლათ. Velociraptor) — მცირე ზომის მტაცებელი დინოზავრების გვარი დრომეოზავრიდების ოჯახისა. გავრცელებული იყვნენ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში გვიან ცარცულ პერიოდში, 99–65[2] ან 75–71[3] მილიონი წლის წინ. ახლოს ენათესავებიან ჩრდილოამერიკულ Deinonychus-ის გვარს, ამიტომაც ერთ ოჯახში არიან გაერთიანებულები. ჰქონდათ უჩვეულოდ გრძელი ნამგლისებრი ბრჭყალები, კუდზე — მყესების გაძვალებული გამაგრებები, რაც საშუალებას აძლევდა მსხვერპლისათვის ერთი ფეხით დარტყმის მიყენების ან გაფატვრის დროს ბალანსი შეენარჩუნებინათ. ზომით Deinonychus-ზე პატარები იყვნენ, სიგრძეში 1,8 მეტრს აღწევდნენ, მასა კი 45 კგ-ს არ აღემატებოდა. ველოცირაპტორი, როგორც ჩანს, იყო სწრაფი და მოქნილი მტაცებელი; ნადირობდა მცირე ზომის ბალახისმჭამელებზე.[2] გვარში ორი სახეობაა: Velociraptor mongoliensis და Velociraptor osmolskae.
ველოცირაპტორი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Velociraptor mongoliensis | |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
†Velociraptor (Osborn, 1924) | |||||||||||||||||
სახეობები | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ velociraptor — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 2.0 2.1 Velociraptor. Encyclopædia Britannica. britannica.com (16.03.2020). ციტირების თარიღი: 14 აგვისტო, 2020.
- ↑ Godefroit, Pascal; Currie, Philip J.; Li, Hong; Shang, Chang Yong; Dong, Zhi-ming (2008). „A new species of Velociraptor (Dinosauria: Dromaeosauridae) from the Upper Cretaceous of northern China“. Journal of Vertebrate Paleontology. 28 (2): 432–438. doi:10.1671/0272-4634(2008)28[432:ANSOVD]2.0.CO;2.