ჩვეულებრივი მცირე ზოლიანი ვეშაპი

ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა

ჩვეულებრივი მცირე ზოლიანი ვეშაპი,[1] ჩრდილოური მცირე ზოლიანი ვეშაპი[1] (ლათ. Balaenoptera acutorostrata, მოძვ. მცირე ზოლებიანი ვეშაპი[2]) — ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა.

ჩვეულებრივი მცირე ზოლიანი ვეშაპი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Balaenoptera acutorostrata (Lacepede, 1804)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 2474
გავრცელება

მისი სხეულის სიგრძეა 10,7 მეტრამდე, მასა 14 ტონამდე. თავი წინიდან წამახვილებულია; მის გვერდითა მხარეს კარგად არის გამოხატული შუა ბიბილო; პირში ვეშაპის ულვაშის 231–360 წყვილი თეთრ-ყვითელი ფირფიტა აქვს. ყელზე 30–70 გრძივი ნაკეცია. ტანი ზევიდან მუქი რუხია, ზოგჯერ თითქმის შავი; გვერდები გაცილებით ღიაა; მუცელი მთლიანად თეთრი. ზურგის ფარფლი ტანის ბოლოსკენ მდებარეობს, იგი საკმაოდ გრძელი და უკან გადაღუნულია. მკერდის ფარფლებზე განივი სარტყელი გასდევს.

გვხვდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა ოკეანეში; ჩრდილოეთით აღწევს ყინულებამდე. ტროპიკულ და ეკვატორულ ზონაში იშვიათია. მაკეობა 10 თვემდე გრძელდება. 2,8 მეტრამდე სიგრძის ნაშიერს თბილ წყლებში შობს. კვების სპექტრი ძალიან ფართოა — პლანქტონური კიბოსნაირებიდან მრავალი სახეობის თევზებამდე და თავფეხიან მოლუსკებამდე.

უკბილო ვეშაპებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანია. რიგ ქვეყნებში (ნორვეგია, ისლანდია და სხვ.) რეწვის ობიექტია. უწინ ანტარქტიკულ მცირე ზოლიან ვეშაპთან (ლათ. Balaenoptera bonaerensis) ერთად განიხილებოდა ერთ სახეობად — მცირე ზოლიან ვეშაპად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 common minke whale — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 120.