ზოლიანი ვეშაპისებრნი

ზოლიანი ვეშაპისებრნი (ლათ. Balaenopteridae) — ზღვის ძუძუმწოვრების ოჯახი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-იდან 33 მ-მდე აღწევს. მუცელზე და ყელზე 14-120 გასწვრივი ზოლი — ნაკეცი გასდევთ (აქედანაა სახელწოდებაც). ვეშაპის ულვაშის ფირფიტები ფართოა, 1 მ-მდე სიმაღლისა, უხეშფოჩებიანი. ზოლიანი ვეშაპისებრნი ფართოდ არიან გავრცელებული მსოფლიო ოკეანეში. იკვებებია პლანქტონური კიბოსნაირებითა და პატარ-პატარა თევზებით. გაზაფხულზე გადადიან ცივ წყალში ცხიმის დასაგროვებლად. შემოდგომაზე კი — ზომიერ და თბილ წყალში გასამრავლებლად. ცოცხლობენ 50 წლამდე. ოჯახში 2 გვარია რამდენიმე სახეობით: ფინვალი, ლურჯი ვეშაპი, ბრაიდის ზოლებიანი ვეშაპი, სეივალი, კუზიანი ვეშაპი და სხვა.

ზოლიანი ვეშაპისებრნი
ლურჯი ვეშაპი
ლურჯი ვეშაპი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Balaenopteridae

ლიტერატურა

რედაქტირება