სეივალი
სეივალი (ლათ. Balaenoptera borealis) — ზღვის ძუძუმწოვარი უკბილო ვეშაპების ქვერიგისა.მისი სხეულის სიგრძე 18,8 მ აღწევს. აქვს მუქი ზურგი, ნაცრისფერი გვერდები, რომლებზეც წვრილი თეთრი ლაქები აყრია, მუცელი ზოგის ნაცრისფერია, ზოგისა — თეთრი. ზურგის ფარფლი მოზრდილია. სეივალი კოსმოპოლიტია — გავრცელებულია არქტიკიდან ანტარქტიკამდე. იკვებება კიბოსნაირებით, თავფეხიანი მოლუსკებით. მაკეობა 1 წლამდე გრძელდება. სეივალი რეწვის ობიექტია, რის გამოც მისი რაოდენობა თანდათან მცირდება.
სეივალი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Balaenoptera borealis | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | ||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 269.