მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლურჯი ვეშაპი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლურჯი ვეშაპი (ლათ. Balaenoptera musculus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ზოლიან ვეშაპისებრთა ოჯახისა. ტანად ყველაზე დიდი ცხოველია, მისი სხეულის სიგრძე 33 მ, მასა 150 ტ აღემატება. აქვს პატარა ზურგის ფარფლი, ზედა ყბაზე — 350-800 წყვილი რქოვანი შავი ფირფიტა. ლურჯი ვეშაპის არეალი ძალზე ფართოა, თუმცა თითქმის განადგურებულია. გვხვდება ერთეულებად, იშვიათად წყვილად ან 3 ერთად. იკვებება კიბოსნაირებით (თევზს არ ჭამს). ყოველ 2-3 წელიწადში დედალი შობს 1 ნაშიერს, რომლის სიგრძეა 6-8 მ, მასა 2-3 ტ. ნაშიერი 7-8 თვე რძით იკვებება (ვეშაპის რძე 35-60%-მდე ცხიმს შეიცავს). მაკეობა 11 თვემდე გრძელდება. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 4-5 წლისა. ერთი ლურჯი ვეშაპი საშუალოდ იძლევა 15-20 ტ ცხიმს და 35-40 ტ ხორცს. 1966 წლიდან ლურჯ ვეშაპზე ნადირობა აკრძალულია.

ლურჯი ვეშაპი
Bluewhale877.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ვეშაპისნაირნი
ქვერიგი:  უკბილო ვეშაპები
ოჯახი:  ზოლიანი ვეშაპისებრნი
სახეობა:  ლურჯი ვეშაპი
ლათინური სახელი
Balaenoptera musculus
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EN ka.svgსაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 2477
გავრცელება
Cetacea range map Blue Whale.PNG

ლიტერატურარედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: