ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების სია
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.
მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 დაბა, 6 ტერიტორიული ორგანო და 45 სოფელი (მათ შორის 21 ნასოფლარია). ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან სტეფანწმინდის, გორისციხის, გუდაურის, კობის, სიონისა და სნოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფართობია 1081,7 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 795 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა 3,5 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა სტეფანწმინდა. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის არშა (440 ადამიანი), სტეფანწმინდიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი კარკუჩა (48 კმ.).
სოფლების სია
რედაქტირებასახელწოდება | ფოტო | მოსახლეობა (2014)[3] | ტერიტორიული ორგანო |
მანძილი სტეფანწმინდიდან (კმ) | ||
---|---|---|---|---|---|---|
სულ | კაცი | ქალი | ||||
აბანო | 3 | 1 | 2 | კობის ტერიტორიული ორგანო | 28 | |
ალმასიანი | 22 | 7 | 15 | კობის ტერიტორიული ორგანო | 18 | |
არშა | 440 | 230 | 210 | სიონის ტერიტორიული ორგანო | 5 | |
აჩხოტი | 167 | 88 | 79 | სნოს ტერიტორიული ორგანო | 5 | |
ახალციხე | 35 | 13 | 22 | სნოს ტერიტორიული ორგანო | 12 | |
გარბანი | 329 | 156 | 173 | სიონის ტერიტორიული ორგანო | 8 | |
გველეთი | 2 | 0 | 2 | სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო | 9 | |
გორისციხე | 187 | 81 | 106 | გორისციხის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
გუდაური | 54 | 29 | 25 | გუდაურის ტერიტორიული ორგანო | 32 | |
ვარდისუბანი | 48 | 23 | 25 | სიონის ტერიტორიული ორგანო | 10 | |
კარკუჩა | 50 | 25 | 25 | სნოს ტერიტორიული ორგანო | 48 | |
კობი | 3 | 3 | 0 | კობის ტერიტორიული ორგანო | 20 | |
სიონი | 325 | 157 | 168 | სიონის ტერიტორიული ორგანო | 8 | |
სნო | 263 | 122 | 141 | სნოს ტერიტორიული ორგანო | 8 | |
ტყარშეტი | 107 | 52 | 55 | გორისციხის ტერიტორიული ორგანო | 12 | |
ფანშეტი | 54 | 28 | 26 | სიონის ტერიტორიული ორგანო | 4 | |
ფხელშე | 167 | 79 | 88 | გორისციხის ტერიტორიული ორგანო | 12 | |
ქვემო ოქროყანა | 1 | — | — | კობის ტერიტორიული ორგანო | 25 | |
ქოსელი | 1 | 1 | 0 | სნოს ტერიტორიული ორგანო | 41 | |
ქუმლისციხე | 35 | 18 | 17 | გუდაურის ტერიტორიული ორგანო | 40 | |
ყანობი | 86 | 45 | 41 | გორისციხის ტერიტორიული ორგანო | 17 | |
ცდო | 17 | 7 | 10 | სტეფანწმინდის ტერიტორიული ორგანო | 6 | |
ხურთისი | 47 | 24 | 23 | გორისციხის ტერიტორიული ორგანო | 15 | |
ჯუთა | 26 | 13 | 13 | სნოს ტერიტორიული ორგანო | 20 |
რუკა
რედაქტირებარუკაზე ციფრებით აღნიშნულია:
- 1 — გარბანი
- 2 — გორისციხე
- 3 — ვარდისუბანი
- 4 — სიონი
- 5 — ფხელშე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 2.2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-26. ციტირების თარიღი: 2024-02-04.
- ↑ საქართველოს ორგანული კანონი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 4.4. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-26. ციტირების თარიღი: 2024-02-04.
- ↑ 3.0 3.1 3.2 2014 წლის აღწერის ძირითადი შედეგები