ყანობისოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხის თემში. მდებარეობს მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2040 მეტრი, სტეფანწმინდიდან 17 კილომეტრი. სოფელი საისტორიო წყაროებში იხსენიება XIV საუკუნიდან. იყო სვეტიცხოვლის კუთვნილება.

სოფელი
ყანობი

სოფელ ყანობის საერთო ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი გორისციხე
კოორდინატები 42°35′24″ ჩ. გ. 44°31′34″ ა. გ. / 42.59000° ჩ. გ. 44.52611° ა. გ. / 42.59000; 44.52611
პირველი ხსენება XIV საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 2040
მოსახლეობა 86[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,8 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ყანობი — საქართველო
ყანობი
ყანობი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ყანობი
ყანობი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ყანობი

სოფლის სახელწოდება მოდის სიტყვა ყანიდან და ნაყანარს უნდა ნიშნავდეს. ქართულ საისტორიო წყაროებში ყანობი მოიხსენიება 1398 წლიდან. იგი სვეტიცხოვლის კუთვნილება იყო. სოფელი სამების ტაძრის „სულის მატიანეშიც“ (1439 წ.) არის მოხსენიებული. დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ხევისბერთა მმართველობის მიუხედავად, სოფელზე მტკიცედ ვრცელდებოდა სამეფო ხელისუფლება. 1781 წლის აღწერით, სოფელი არაგვის საერისთავოშია მოხსენიებული. აქ 17 კომლი ცხოვრობდა. სოფლის პირდაპირ მდებარე მწვერვალის („ქაბარჯინა“) ერთ ფერდობზე („ასახედი“) შემორჩენილია ნამოსახლარის ნაშთები, ადგილობრივი მაცხოვრებლები ამ ნამოსახლარს სოფლის ადრეულ სამოსახლოდ თვლიდნენ. 1903 წელს სოფელში გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა, რომელიც მოგვიანებით 6-წლიანად გადაკეთდა.

სალოცავები

რედაქტირება

სოფლის სალოცავებია მთავარანგელოზის ხატი, არყოვნის წმინდა გიორგი და კვირე. არყონის წმინდა გიორგი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, გორაკზე. ესაა ოთხკუთხა სვეტის მსგავსი მასიური ნაგებობა, რომელიც ნაგებია ფიქალის და რიყის ქვით, მშრალი წყობით. მთავარი ფასადი აღმოსავლეთითაა. ამავე სახელწოდების ნიში დგას სოფლის შუაში. ესაა ოთხკუთხა პრიზმის ფორმის ენობა, რომელიც ნაგებია ფიქალის ქვით, მშრალი წყობით. მთავარი ფასადი ჩრდილოეთითაა. ყანობელები ხურთისელებთან ერთად ტრადიციულად აღნიშნავდნენ გაზაფხულის გიორგობას.

მოსახლეობა

რედაქტირება

სოფელში გავრცელებული გვარებია კობიაშვილი, ჭიალაშვილი, ითონიშვილი, ტატიშვილი, კურკუმული, ვარდიშვილი, აიდარიშვილი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 285 131 154
2002[3]   182 94 88
2014[1]   86 45 41

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 19.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II