გარბანისოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (სიონის თემი), მდებარეობს მდინარე თერგის მარივენა ნაპირზე. მდინარე ტერხენის შესართავთან ახლოს, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1830 მეტრი, სტეფანწმინდიდან 8 კილომეტრი.

სოფელი
გარბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სიონი
კოორდინატები 42°36′32″ ჩ. გ. 44°35′29″ ა. გ. / 42.60889° ჩ. გ. 44.59139° ა. გ. / 42.60889; 44.59139
ცენტრის სიმაღლე 1830
მოსახლეობა 329[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,4 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გარბანი — საქართველო
გარბანი
გარბანი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გარბანი
გარბანი — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
გარბანი

XIX საუკუნის დასაწყისში მას მოიხსენიებს ჰ. ი. კლაპროთიც. სოფლის ხევის ერთ-ერთი დასახლებაა. მასზე გამავალი გზა დიდ მნიშნელობას ანიჭებდა ამ დასახლების პუნქტს. სოფლის ზემოთ ტერასებზე, რომლებსაც „ძველ გარბანს“ უწოდებდნენ, ჩანს ნასახლარები. სოფელი მეწყერსა და ზვავს დაუნგრევია, რომლის გამოც მოსახლეობა მდინარე თერგის პირას დასახლენულა. ამ ახალ დასახლებას „ქვემო გარბანი“ ეწოდა. მისგან შემორჩენილია ნამოსახლარები და კოშკის ნანგრევები. გარკვეული დროის შემდეგ დასახლებას უფრო ზევით აუწევია, რომ IX-X საუკუნის მიჯნაზე ხევში და არაგვის ხეობის სათავეებში თავის გავლენას ავრცელებდნენ კახეთის ქორეპისკოპოსები. შუა საუკუნეებში სოფელი ჩართული იყო ხევის სათავდაცვო სისტემებში.

გარბანის ეკლესია

რედაქტირება

სოფლის მახლობლად დგას IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ძეგლი ერთანავიანი ბაზილიკაა. ტაძარი რესტავრირებამდე მოხატული იყო ფრესკებით, რომლებიც დროთა განმავლობაში განადგურდა, რესტავრაციის შემდგომ კი ისინი სრულად დაიკარგა.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 329 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 250 119 131
2002[3]   342 162 180
2014[1]   329 156 173

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II