ცდოსოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდის თემში, მდებარეობს დარიალის ხეობაში. ზღვის დონიდან 1760 მეტრი, სტეფანწმინდიდან 6 კილომეტრი.

სოფელი
ცდო

ცდო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თემი სტეფანწმინდა
კოორდინატები 42°41′33″ ჩ. გ. 44°38′00″ ა. გ. / 42.69250° ჩ. გ. 44.63333° ა. გ. / 42.69250; 44.63333
ცენტრის სიმაღლე 1760
მოსახლეობა 17[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ცდო — საქართველო
ცდო
ცდო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ცდო
ცდო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ცდო

ქართულ საისტორიო წყაროებში მოიხსენიება XV საუკუნიდან. „გერგეტელ საყდრიშვილთა საბუთში“ სამების მძევლებად ამ სოფლის მოსახლეებიც არიან დასახელებული. სოფელში უმეტესად წიკლაურები ცხოვრობენ. ზოგიერთ გვიანდელ საბუთში ცდო „წიკლაურებადაც“ იწოდება. სოფლიდან აღმოსავლეთით, ბორცვზე, შემორჩენილია ნასახლარები. სოფლის ბოლოს, კლდეში მოზრდილი გამოქვაბულ - სახიზარია. კლდის ძირას კვირიას ხატია, სადაც სალოცავად სოფელი კობიდან და ქალაქ ვლადიკავკაზიდანაც დადიან. სოფლის საურმე გზის მარცხნივ ეგრეთ წოდებული „თათრის სასაფლაოა“. გადმოცემით, ამ ადგილზე მოხევეებს სპარსელები დაუმარცხებიათ და დახოცილები აქვე დაუმარხავთ. სოფლის სავარგულებს ყაზბეგელები და გერგეტელებიც ფლობდნენ. სოფელში ამუშავებდნენ ანდეზიტს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1926[2] 161 60 101
2002[3]   28 11 17
2014[1]   17 7 10

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
  2. სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 19.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ცდო&oldid=4399467“-დან