ქვემო ქედი

სოფელი საქართველოში

ქვემო ქედი[3][4]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.[1] თემის ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 700 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 41 კილომეტრით.

სოფელი
ქვემო ქედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
თემი ქვემო ქედი
კოორდინატები 41°22′26″ ჩ. გ. 46°30′15″ ა. გ. / 41.37389° ჩ. გ. 46.50417° ა. გ. / 41.37389; 46.50417
ცენტრის სიმაღლე 700
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1153[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,9 %
ბერძნები 1,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 1610[2]
ქვემო ქედი — საქართველო
ქვემო ქედი
ქვემო ქედი — კახეთის მხარე
ქვემო ქედი
ქვემო ქედი — დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ქვემო ქედი

1889 წელს მეფის მთავრობამ გადაწყვიტა შირაქში გადმოესახლებინა რუსები. განზრახვამ ქართველ მთიელთა დიდი გულისწყრომა გამოიწვია. საპასუხოდ მათ ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაიწყეს შირაქში ჩამოსახლება და დამკვიდრება. ამ გაბედული გადაწყვეტილების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო ვაჟა-ფშაველა, რომლის ძალისხმევითაც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე სამუდამოდ დასახლდა შირაქში. შეიქმნა სოფლები: ზემო ქედი, ქვემო ქედი და არხილოსკალო.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1153 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 1915 932 983
2014[1]   1153 584 569

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი[6]:

ლიტერატურა

რედაქტირება