ქვემო ქედის სამარხი
ქვემო ქედის სამარხი — საცურაო აუზის მშენებლობისას შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფელ ქვემო ქედში. მიეკუთვნება იალოილუთეფეს კულტურას.
სამარხში გამოვლინდა ბრინჯაოს თხელი ფირფიტებისგან დამზადებული რომაული მუზარადი. იგი დეფორმირებულია, შემკულია რელიეფურად დატანილი ხაზებით. შუბლსაფარზე მცირე ნახვრეტები და შვერილებია. შემორჩენილი აქვს ბრინჯაოს რგოლის ფრაგმენტიც. სამარხში გამოვლინდა ბრინჯაოს სამაჯურები, მოწითალო და მოყავისფრო თიხისგან დამზადებული ჭურჭელი.
აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 321.