ქვემო ქედის პირველი სადგომი
ქვემო ქედის პირველი სადგომი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლელ ქვემო ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20-25 კილომეტრის დაშორებით, ზილჩის ქვაბულში ეგრეთ წოდებული შავი მთის კომპლექსის დასავლეთ ფერდობის ძირში უსახელო ხრამის პირას. თარიღდება მუსტიეს ხანით.
1963 წელს მიაკვლია ისტორიის არქელოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ქვის ხანის რაზმმა. ნაპოვნია კაჟის ფართო და გლუვი დარტყმის მოედნის მქონე დაბალი ფართო, შემთხვევითი მოყვანილობის ანატკეცი და კაჟის მოგრძო თვალისებრ ანატკეცზე დამზადებული სახვრეტი.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 320.