ქვემო ქედის ნასახლარი

ქვემო ქედის ნასახლარი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს შავი მთის კომპლექსის ტერიტორიაზე, თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. 1986 წელს ნასოფლარის ტერიტორიაზე მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შირაქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. აიკრიფა მოჭიქული და წითლად გამომწვარი კერამიკული ფრაგმენტები. ძეგლზე გამოვლინდა აგურით კირის ხსნარზე ნაგები კედლები. სადაზვერვო თხრილში – წითლად გამომწვარი მოჭიქული და სამშენებლო კერამიკა; ჯვრის მკლავის ნატეხი.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა

რედაქტირება